28 მარტის შემდეგ ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟაზე ფასი თითქმის 5 დოლარითაა მომატებული, რაც წლის მაქსიმუმს უდრის. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი ნიუ-იორკში 60 ცენტითაა მომატებული და 64 დოლარს შეადგენს.რაც შეეხება ლონდონს, აქაც ფასის ზრდის ათვლის წერტილი 28 მარტია, რის შემდეგაც ნავთობის ღირებულება ნიუ-იორკის მსგავსად 5 დოლარითაა მომატებული, ბოლო 1 კვირაში ღირებულების სხვაობა თითქმის 80 ცენტია. […]
კატეგორია: ეკონომიკა
“საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს
მიმდინარე წელს “საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს “საქსტატი” მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. “საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას “საქსტატი” ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით […]
“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“
გადაცემა “საქმის კურსში“ კომპანია “ქართული რძის პროდუქტების“ წარმომადგენელის გიორგი ბალესიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლის მხრიდან ნედლ რძეზე არ გაჩნდა მოთხოვნა, გლეხები, შინამეურნეობები ისევ გააგრძელებენ ყველის წარმოებას არაჰიგიენურ პირობებში. ბასილაშვილი განამარტავს, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ რძის და რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლების […]
ბათუმში მიქელაძეებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ
ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა. საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, დაბა ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე სოფელზე და მთავრდება საავტომობილო გზის 110-ე […]
ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 3.000 კვ. მ მიწას სახელმწიფოს გადასცემს – სანაცვლოდ მუხიანში 35.000 კვ. მ მიწას მიიღებს
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთანდაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჯამში, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე მის საკუთრებაში არსებულ 3.000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 […]
პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ
საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს. საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდები Garmin-ის „ჭკვიანი საათით“ განახორციელონ. უკონტაქტო, „ჭკვიანი საათით“ გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად, რადგან მას აღარ მოუწევს ბარათებისა […]
კოკა კოლა კარფურის ქსელში ისევ გაიყიდება
„კარფური“ „კოკა-კოლას“ გლობალური პარტნიორია, აქედან გამომდინარე, ბიზნესმა სწორი ფორმა მიიღო. ყველა მხარე ჩაერთო და ურთიერთსასარგებლო, მომგებიანი კონტრაქტი შედგა,“ – ამის შესახებ bm.ge-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. ჭყონიას თქმით, მოლაპარაკების შედეგად „კოკა-კოლა“ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელში გასაყიდად ცოტა ხნის წინ, აპრილში შევიდა. „ჩვენ ვთვლით, რომ კარფური ერთ-ერთი წარმატებული ქსელია, დაინტერესება ჩვენც გვქონდა, […]
თანაინვესტირების ფონდს ცოტნე ებრალიძე უხელმძღვანელებს
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ცოტნე ებრალიძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას მანამდე გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა. აღნიშნულ ფონდში ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან მუშაობს, სადაც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან კი თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორი იყო. თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ცოტნე ებრალიძე „თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბანკირის პოზიციას იკავებდა, ხოლო მანამდე, უძრავი […]
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია – რეფორმები ენერგეტიკის სფეროში
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი […]
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან. „მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს […]










