კატეგორია: ეკონომიკა

„ზამთარში შეიძლება, პურის გაორმაგებული ფასი მივიღოთ“

„ზამთარში შეიძლება, პურის გაორმაგებული ფასი მივიღოთ“

„ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი“ ,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ “კროსლაინ ლოჯისტიკის” დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, ხორბლის დეფიციტი შეიქმნება, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით კი, პურის ფასი გაორმაგდება, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება. „მსოფლიოში […]

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა- განათლების ბანკი შექმნა

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა- განათლების ბანკი შექმნა

აღნიშნულ პლატფორმაზე დღეიდან განაცხადების მიღება დაიწყო საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები – ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. […]

საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

საქსტატი 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს აქვეყნებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად წინა თვეებისა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი კვლავაც გაიზარდა. თუ 2019 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 179.1 ლარი იყო, ახლა ეს ციფრი 181.2 ლარია. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო მინიმუმი 176.9 ლარი იყო. საქართველოში საშუალო ოჯახს არსებობა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 304.0 […]

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ. „საკრედიტო საზოგადოების“ შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათავო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. „მოხარული […]

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმართვიანობის ანალიზზე დაყრდნობით ახალ კრიტიკულ საკითხად ასახელებს საბანკო რეგულაციებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საბანკო რეგულაციების შერბილება: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით […]

კვინიკაძეებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ

კვინიკაძეებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის გამო ხარაგაულის რაიონში რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება. როგორც ცნობილია, ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის […]

ზეკარის უღელტეხილზე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება

ზეკარის უღელტეხილზე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება

ზეკარის უღელტეხილზე პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პრომოუშენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი კონსტანტინე ნაჭყებია ბიემჯისთან საუბრისას ყვება, რომ პროექტში რამდენიმე კომპანიაა ჩართული, რომლებიც ტურიზმის სექტორში მოღვაწეობენ. „დიდი ხანია ტურიზმის სფეროში ვართ. ამ პროექტის იდეა სამეგობროში გაჩნდა, როდესაც ვმსჯელობდით, როგორ უნდა გამხდარიყო იმერეთი ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი. ეს ძალიან გამოაცოცხლებს რეგიონს. […]

საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის

საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის

“საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის”, – ამის შესახებ ბიემჯის გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჯამში, 18 ადგილწარმოშობის ღვინო იყო, ხოლო ცოტა ხნის წინ, მე-19 – ხაშმი დაემატა. მისივე თქმით, 19-დან 14 ადგილწარმოშობის ღვინო კახეთშია, ხოლო აქედან 6, გურჯაანში მოდის. “ადგილწარმოშობის ღვინის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მის წარმოებას შეუწყობს ხელს. […]

რატომ ჩავარდა საქართველოში ბაყაყების ბიზნესი

რატომ ჩავარდა საქართველოში ბაყაყების ბიზნესი

საქართველოში ბაყაყების ბიზნესი 2010 წელს დაიწყო, თუმცა პროექტი მალევე ჩავარდა. საუბარი იყო ჯერ ბაყაყების მოშენებაზე, შემდეგ კი მისი ექსპორტის, როგორც კვების პროდუქტის. „საქსტატის“ მონაცემებით, ბაყაყების ქვეყნიდან გატანა მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს განხორციელდა, შემდეგ კი შეწყდა. აღარ არსებობს არც ის კომპანიები, რომლებმაც იმ პერიოდში აღნიშნული საქმიანობა წამოიწყეს. რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბაყაყის […]

კალაძემ უკან დაიხია – ტაქსის მძღოლები მანქანებს თეთრად აღარ გადაღებავენ

კალაძემ უკან დაიხია - ტაქსის მძღოლები მანქანებს თეთრად აღარ გადაღებავენ

ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ლიცენზია 27 ათას მძღოლს აქვს აღებული. “თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს […]