საქართველოს აზარტული თამაშების ბაზარზე ირლანდიური გიგანტი Paddy Power Betfair-ი შემოვიდა. გარიგება, რომელიც შესაძლოა 2019 წლის ყველაზე დიდი ბიზნეს ტრანზაქცია იყოს, 115 მილიონ ევროს, ანუ 349 მილიონ ლარს შეადგენს. მას Adjarabet-ის 51%-იანი წილისთვის კომპანიის დამფუძნებელი თემურ უგულავა მიიღებს. გარიგება მხოლოდ ქართულ ბაზარს არ ეხება, Paddy Power Betfair-მა შეიძინა Adjarabet-ის სომხური ფილიალი – adjarabet.am-ი, რომელიც 2017 წელს […]
კატეგორია: ეკონომიკა
წელს KTW ჯგუფი ღვინის გაყიდვების 20%-იან ზრდას გეგმავს
2019 წელს ღვინის კომპანია KTW ჯგუფი გაყიდვებიდან 19 მლნ ლარამდე შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. ამასთან, კომპანია მომავალ წელს ვენახების გაშენების მიმართულებით აქტიურ მუშაობას, კერძოდ, ახალი არეალების ათვისებას აპირებს. ჩხაიძის თქმით, ეს პროცესი მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. “2019 წელი ჩვენთვის დაგეგმილია დაახლოებით, 20%-იანი ზრდით. ჩვენ შარშანდელი […]
თევზის მწარმოებელი კომპანია „უმალი“, შესაძლოა, აღარ დაიხუროს
თევზის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „უმალი“ შესაძლოა, დახურვას გადაურჩეს, საგზაო დეპარტამენტი კომპანიას პრობლემის მოგვარებას დაპირდა. საუბარია თბილისი- სენაკი-ლესელიძის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც შპს „ახალი თევზია“ განთავსებული, საწარმოსთან მისასვლელი გზა კი პირდაპირ მაგისტრალიდანაა გაჭრილი. სწორედ უკანონო დაერთების მიზეზით, საგზაო დეპარტამენტმა „უმალს“ გზა გადაუკეტა, რამაც წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აღნიშნული პრობლემის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ერთი თვის წინ წერდა. […]
საქართველოს მთავრობა რუსულ თაფლს აღარ შეისყიდის – შპს ”ვითი” ტენდერიდან მოხსნეს
კომპანია, რომელსაც რუსეთიდან შსს-ს სამსახურებისთვის თაფლი უნდა შემოეტანა, ტენდერიდან მოხსნეს. ამის შესახებ განცხადებას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შპს “ვითი”-მ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობები. „აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით […]
ზვიად ხორგუაშვილი – „რა გათვლებს ემყარება 140 კგ-მდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის აკრძალვა?!“
140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზანი, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულების შექმნაა, ასევე, საქონლის ბაზისა და ადგილზე ხორცის წარმოების განვითარება. მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ბუნდოვანს უწოდებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი და „ახალ თაობასთან“ იმ შედეგებზე საუბრობს, რაც აღნიშული დადგენილების ამოქმედებას […]
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წილების გაყიდვას აიძულებენ – რა ხდება თიბისიში
თიბისი ბანკის ირგვლივ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება – მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან წილის 20%-ის დათმობას მოითხოვენ. კურიერის ინფორმაციით, ბანკის უმსხვილეს აქციონერებს ხელისუფლება აიძულებს, 20-პროცენტიანი წილი გაყიდონ და მიზნის მისაღწევად, მამუკა ხაზარეძესა და ბადი ჯაფარიძეზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. წილები ჯერ ოფიციალურ არ გაუსხვისებიათ, თუმცა, თიბისი ბანკისმმართველობაში ცვლილებები უკვე დაიწყო. ბანკის ერთ-ერთმა ძველმა მმართველმა – […]
საქართველოს მთავრობა 1 მილიონი ლარის რუსულ თაფლს შეიძენს
საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73.200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14.600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3.000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო […]
თიბისი – ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ წილებს არ ყიდიან
თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკში საკუთარი წილების შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ. „აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, – განუცხადეს ბიემჯი-ს თიბისი ბანკში. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძლებულები არიან, თიბისი ბანკში საკუთარი წილები გაყიდონ. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე დაწერა. „სანდო […]
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშნა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშნა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია. „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. პაპუნა ლეჟავა 2015 […]
“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” აბონენტებს ტარიფი 1 მარტიდან აღარ გაუძვირდებათ
“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” აბონენტებს ტარიფი დროებით აღარ გაუძვირდებათ. ამის შესახებ, კომპანია “სილქნეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცნობისთვის, კომპანია სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავდა. “ბიზნესპრესნიუსი” კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ” “საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია სილქნეტის მთავარი პრიორიტეტია აბონენტთა ინეტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება. ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების […]









