სპეცოპერაცია ბათუმში – ანბანის კოშკთან საქართველოს და თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია ბათუმში - ანბანის კოშკთან საქართველოს და თურქეთის 2 მოქალაქე დააკავესბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდნენ.

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდგომი ტაქსის მძღოლი, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი იყო ქუჩაზე, მაგრამ პროცესი სანამ არ დასრულდა, ვერაფრით გაიგო, რა ხდებოდა.

დაკავებულმა ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აიყვანეს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.