ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს.  პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია.

მათივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ადმინისტრაცია ქარხნის ბიუჯეტში თანხის არარსებობას იმიზეზებს.

ბიემჯი