ახალი წლის შემდეგ საქართველოში სიგარეტის ფასმა მოიმატა. თამბაქოს აქციზის ფასმა 10-დან 30 პროცენტამდე მოიმატა, სიგარეტის გაძვირება სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია. სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციაზე ფასებმა 50-დან 80-თეთრამდე მოიმატა. იმპორტიორები თამბაქოს ფასის უფრო მეტ ზრდას აანონსებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი. „სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად […]
კატეგორია: ეკონომიკა
ბათუმში კაზინო ”ინტურისტი” დახურეს – მისი თანამშრომლები აქციას მართავენ
ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი კაზინოს დახურვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. “უმუშევარი 180 ადამიანი დარჩა. დღეს ადრე გაგვიშვეს სამსახურიდან, გვითხრეს რემონტი იწყებაო. შემდეგ გავიგეთ კაზინო დახურულა. აქ ვიქნებით სანამ პასუხის არ გაგვცემენ რა გველოდება. უფროსები პასუხს არ გვცემენ, ადგილზე არ იმყოფებიან,” […]
პენსია 20 ლარით გაიზარდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება – ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს. პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, […]
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული. ამასთან, საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო. […]
„ოცნებამ“ აღიარა, რომ ყოველი მეხუთე მოქალაქე შიმშილობს
2018 წელს გაუფასურდა ლარი, გაძვირდა ბენზინი, პური ყოველი მეხუთე მოქალაქე ქვეყანაში შიმშილობს – ასეთია 2018 წლის ეკონომიკური სტატისტიკა ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 6 წლის შემდეგ აღიარა, რომ ღარიბთა არმიას “ოცნების” მმართველობის წლებში კიდევ ათობით ათასი ადამიანი შეურთდა, უკიდურესად ღარიბთა წილიც ბოლო 3 წლის განმავლობაში 19-დან 22%-მდე გაიზარდა. ლარის ინფლაციას ქვეყნაში ჯაჭვური რეაქცია მალე მოჰყვა. 2018 […]
ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით შემცირდა – მსოფლიო მილიარდერებში ის 308-ე ადგილზეა
ბლუმბერგის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 511 მლრდ დოლარით, 4,7 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 4.97 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში 308-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, […]
,ქართული ზეთისხილი“ 100 ტონა მოსავალს ელის
წლევანდელ სეზონზე ,,ქართული ზეთისხილი“ საკუთარ პლანტაციებში 100 ტონა მოსავალს ელის, რაც გასული წლის მაჩვენებელს 150%-ით აღემატება. შარშანდელ რთველზე კომპანიამ 40 ტონა ზეთისხილი მიიღო. როგორც ,,ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ Bm.ge-ის განუცხადა, გაიზრდება კომპანიის მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთის მოცულობაც და სავარაუდოდ, 80 ტონამდე ავა. პროდუქცია როგორც – ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ “ქართული ზეთისხილი” […]
ქუთაისის თეთრი ხიდი გადაკეტეს – რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 436.000 ლარი რიონში გადაიყარა
ქუთაისის თეთრი ხიდი, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ ცოტა ხნის წინა გაიხსნა, გადაკეტილია. დღეს, დილით, ხიდზე დაგებული მინის იატაკი გაიბზარა. სამოქალაქო მოძრაობა ”ევროპა ჩემი სახლიას” წევრები ხიდთან დგანან და მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ ადგილზე გავლა სახიფათოა. ისინი მოუწოდებენ მერიას, დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ მოქალაქეები მდინარეში არ ჩაცვივდნენ. ქუთაისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ხიდი ხელოვნურად დააზიანეს, თუმცა, ქალაქის […]
ჯონდი ბაღათურია – “31 დეკემბერს ყველაფერს ვიტყვი – ვალების განულებით მხოლოდ ბანკებმა იხეირეს”
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს. – ბატონო ჯონდი, ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ სიღარიბე შემცირდა, კარგად ცხოვრობთ, უბრალოდ თქვენ ვერ გრძნობთ ამასო. ასეა, ვერ ვგრძნობთ და ყველაფერი კარგად არის? – როგორც ჩანს, მინისტრი პირად მაგალითზე საუბრობს. მაგათი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა და ნამდვილად კარგად გრძნობენ თავს. მინისტრის […]
საქართველოში 85 ადამიანს 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს
2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ნოემბერში მათ ჯამში 52.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ერთ დასაქმებულზე საშუალოდ 620 ათასი ლარია. სახელფასო სტატისტიკა პირველმა არხმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა. მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. წელს მათთვის ყველაზე წარმატებული თვე მარტი აღმოჩნდა, […]










