კატეგორია: ეკონომიკა

სოსო ჯაჭვლიანის “თეთნულდი დეველოპმენტმა” მუშაობა შეწყვიტა

სოსო ჯაჭვლიანის "თეთნულდი დეველოპმენტმა" მუშაობა შეწყვიტა

„თეთნულდი დეველოპმენტმა“ მუშაობა შეწყვიტა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სუბიექტის რეორგანიზაცია 2018 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ „თეთნულდი დეველოპმენტის“ გაუქმების მიზეზად „კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მუხლის დასრულებას ასახელებენ“. „თეთნულდი დეველოპმენტმა“ კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მუხლი შეასრულა. ეს იქნებოდა საბაგიროების მოწყობა თუ ა.შ. სწორედ ამიტომ, შპს-მ ფუნქციონირება შეწყვიტა“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“. ცნობისათვის, „თეთნულდი […]

რატი ობოლაძე – “სამშენებლო მასალების უსაფრთხოების დარღვევა დღეიდან 1.500-7.000 ლარით დაჯარიმდება”

რატი ობოლაძე - "სამშენებლო მასალების უსაფრთხოების დარღვევა დღეიდან 1.500-7.000 ლარით დაჯარიმდება"

დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. სამშენებლო პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებით რადიო კომერსანტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, რატი ობოლაძე ესაუბრა. ობოლაძის განცხადებით, სამშენებლო პროდუქტების უსაფრთხოების კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, არსებობს როგორც ფულადი, ისე არაფულადი სანქციები. ფულადი სანქციები 1.500 ლარიდან 7.000 ლარამდე მერყეობს და მას სასამართლო დააწესებს. ტექნიკური რეგლამენტი […]

რა აძვირებს პურს? – „მარკეტები პურის ფასიდან 12%-ს ითხოვენ“

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

პურის ცხობის მეწარმეთა თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამ ეტაპზე პურის გაძვირებას არ ელოდება, მაგრამ bm.ge-თან საუბარში იმ კომპონენტებს გამოყოფს, რომელიც პურის ფასწარმოქმნაში ძირითად როლს თამაშობენ. დოლიძე მათ შორის ქსელური მარკეტების როლს გამოყოფს, რაც მისი თქმით, პურის ფასს 15-20 თეთრით აძვირებს. „ქსელური მარკეტები ითხოვენ ე.წ. ქეშ-ბექს ანუ პური რომ გაგაყიდინონ მარკეტებში, ისინი ითხოვენ გარკვეულ პროცენტებს. […]

„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა

რატომ აქვს „საქართველოს ფოსტას“ რუსეთის ფოსტის ვალი?

„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა. როგორც BM.ge-ის საქართველოს ფოსტაში განუცხადეს, საქმე ეხება საფასურს, რომლის გადახდაც მომხმარებელს საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების, საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის მოუწევს. “ეს წესი ძალაში 2019 წლის 3 იანვრიდან შევიდა. ესაა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 2 (ორი) ლარის ოდენობით”, – აცხადებენ […]

ავერსი და პსპ ტამიფლუს 68 ლარად ყიდიან – “ეს თითქმის თვითღირებულების ფასია”

ავერსი და პსპ ტამიფლუს 68 ლარად ყიდიან - "ეს თითქმის თვითღირებულების ფასია"

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. „ავერსის“ აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგებს, ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში გვაქვს, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ველოდებით. მომხმარებელს „ავერსის“ ვებ-გვერდზე პროდუქტის ძიების ველში შეუძლია ჩაწეროს პრეპარატის დასახელება და […]

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტი“ გააუქმა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტი“ გააუქმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 4 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა. „ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი […]

რა ქონებას ფლობს ლევან იზორიას ოჯახი

რა ქონებას ფლობს ლევან იზორიას ოჯახი

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორ შეიცვალა თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ქონებრივი მდგომარეობა. მის მიერ გასული წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მინისტრის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 106.120,63 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობისას 7.200 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, იზორია უძრავ ქონებას არ […]

ვის ემუქრება თიბისი – “პროკურატურამ 2008 წლის საბანკო ოპერაციაზე ამოიღო დოკუმენტაცია”

ვის ემუქრება თიბისი - "პროკურატურამ 2008 წლის საბანკო ოპერაციაზე ამოიღო დოკუმენტაცია"

თიბისი ბანკში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბანკის მენეჯმენტი საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც M2B უცვლელად გთავაზობთ: “8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყავნი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – თიბისი ბანკს – ადგილობრივ […]

6 თვეში რაჭა-ლეჩხუმში 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა – ყველაზე იაფი 1.500, ყველაზე ძვირი 8.000 ლარი ღირდა

6 თვეში რაჭა-ლეჩხუმში 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა - ყველაზე იაფი 1.500, ყველაზე ძვირი 8.000 ლარი ღირდა

2018 ივნისიდან დღემდე რაჭა-ლეჩხუმში უკვე 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა. „დაკარგული სამოთხე“ – ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრი აგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს კი […]

დაგროვებითი პენსია მოსახლეობის ახლებური ძარცვაა

დაგროვებითი პენსია მოსახლეობის ახლებური ძარცვაა

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ შემოღებული საპენსიო რეფორმა თაღლითური სქემაა და  პენსიის დაგროვებასთან არაფერი საერთო არ აქვს. ამ საკითზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. “ამ ყველაფერს საპენსიო რეფორმასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეებიდან დამატებით ფული. “ქართულ ოცნებას” თუ ოდნავ ადეკვატურობა შერჩენია, […]