კატეგორია: ეკონომიკა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა 2 ლარი გახდა. აქამდე მგზავრობის საფასური 1.50 თეთრი იყო. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს ტარიფი. „ეს მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო პირობების დარღვევაა. ტარიფის ზრდა არის თვითნებური. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ ადგილებზე რომელ მარშრუტზეც ფასია გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი […]

2019 წელს ბინები გაძვირდება და მათი გაყიდვები შემცირდება

2019 წელს ბინები გაძვირდება და მათი გაყიდვები შემცირდება

2019 წელს ბინები გაძვირდება, მოთხოვნა შემცირდება, ბაზარს კი ზოგიერთი დეველოპერული კომპანია დატოვებს – ასეთ პროგნოზს აკეთებს „ბიზნესპრესნიუსთან“ დეველოპერების ნაწილი. მიზეზად კი არა მხოლოდ საბანკო რეგულაციებს, არამედ ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულ და დაგეგმილ რეგულაციებს ასახელებენ. დეველოპერები ამბობენ, რომ ყველაფერი ერთობლიობაში ბიზნესს სერიოზულად „დაარტყამს“. როგორც დეველოპერები აცხადებენ, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი – „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების […]

18 წლის ლუკა ყვავილაშვილის ონლაინპლატფორმით აშშ-ში დაინტერესდნენ

18 წლის ლუკა ყვავილაშვილის ონლაინპლატფორმით აშშ-ში დაინტერესდნენ

ლუკა ყვავილაშვილმა ონლაინპლატფორმა DesKomy შექმნა, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პერსონალურ ფაილებზე წვდომის საშუალებას აძლევს. როგორც ლუკა ყვავილაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, პლატფორმა DesKomy.com უკვე ამუშავებულია და მას 2 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელს 10 გიგაბაიტამდე მეხსიერების უფასოდ ათვისება შეუძლია, უფრო მეტი მოცულობის გამოყენების შემთხვევაში კი მას შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევს. თუ რა ეღირება აღნიშნული სერვისით სარგებლობა და […]

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ. ლაპარაკია,  Uniti One-ზე. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მემორანდუმი Uniti Sweden AB-ს, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და Silk Road Group-ს შორის გაფორმდა. ამის შესახებ  Auto Times News-ი წერს. საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპარტნიორო ფონდიც. „საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. Uniti Sweden AB-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და […]

კომპანია „ახალი თევზი“ შესაძლოა დაიხუროს – “საგზაო დეპარტამენტმა გზა დაგვიკეტა”

კომპანია „ახალი თევზი“  შესაძლოა დაიხუროს - "საგზაო დეპარტამენტმა გზა დაგვიკეტა"

თევზის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზი“ შესაძლოა, დაიხუროს. როგორც საწარმოს დირექტორი დიტო წვერავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უკვე 2 კვირაა საწარმოსთან მისასვლელი გზა გადაკეტილია, ალტერნატიული გზით კი ნედლეულისა და პროდუქციის გადაადგილება უჭირთ. საქმე იმაშია, რომ ქარხანა ქარელის რაიონში, სოფელ ურბნისში მდებარეობს, რომელთან მისასვლელი გზა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალიდან არის გაჭრილი, რაც საგზაო დეპარტამენტმა უკანონო დაერთებად მიიჩნია […]

გაზი შეიძლება გაიაფდეს

გაზი შეიძლება გაიაფდეს

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ტარიფი 46.139 თეთრი იქნება, რაც მოქმედ ტარიფზე 46.153 თეთრი (0.014) თეთრით ნაკლებია. ამ ეტაპზე კომისია აღნიშნული სატარიფო დადგენილების პროექტს განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები მას კენჭს უყრიან.

“ილი ჯგუფმა” ზურაბიშვილს 180.000 იმ დღეს შესწირა, როდესაც 2.8 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა

"ილი ჯგუფმა" ზურაბიშვილს 180.000 იმ დღეს შესწირა, როდესაც 2.8 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შტაბი შემოწირულობებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომაც იღებს. 2018 წლის 14 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯამში 180,000 ლარი მიიღო კომპანია “ილი ჯგუფის” მეწილეებისგან – იაშა ჩაჩუასგან, დავით გაგუასა და ლაშა ურღელიძისგან. ამავე დღეს “ილი ჯგუფმა” სამგორის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 2,888,756 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას რაიონში მდებარე უფასო სასადილოების სერვისის მიწოდება დაევალა. […]

ბექა ნაცვლიშვილი გიორგი ქობულიას წინააღმდეგ – ”მეტი აბსურდულობა რაში უნდა მდგომარეობდეს?”

ბექა ნაცვლიშვილი გიორგი ქობულიას წინააღმდეგ - ”მეტი აბსურდულობა რაში უნდა მდგომარეობდეს?”

თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ ის გაცხადებული მიზნები, რომელიც არის დამაკმაყოფილებელი, ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენენ. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის არ გულისხმობს კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრს, არამედ გულისხმობს […]

ვის ეუბნებიან სესხის განულებაზე უარს

ვალების განულება, შესაძლოა, 2.000 ლარზე მეტი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“. „პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ […]

ლევან აღდგომელაშვილი – “ომეგას სიგარეტის საწარმო ისევ გაჩერებულია”

ლევან აღდგომელაშვილი - "ომეგას სიგარეტის საწარმო ისევ გაჩერებულია"

,,ომეგა ჯგუფის” სიგარეტის საწარმო კვლავ გაჩერებულია. როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, „მდგომარეობა უცვლელია“. ,,წარმოება გაჩერებულია. საუბრები არის, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ არის; თუ და როცა ამუშავდება, ამას გაგაგებინებთ”, – განაცხადა აღდგომელაშვილმა. დირექტორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება დადგეს კონკრეტული შედეგი. შეგახსენებთ, ამჟამად, სიგარეტის მწარმოებელი ქარხანა ,,ოჯთ” გაჩერებულია. 13 დეკემბერს „ომეგა […]