ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში რატიფიცირებისთვის „საქართველო-ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესში ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. „წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ერთის მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა […]
კატეგორია: ეკონომიკა
ტაქსების ლიცენზირებიდან ბიუჯეტში 1.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა
ტაქსების ლიცენზირებიდან ბიუჯეტში 10 თვეში გადახდილმა თანხამ 1.722.608 ლარი შეადგინა. ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით; ა) ავტოსატრანსპორტო […]
ტესტირებაზე გასული 84 ათასი ავტომობილიდან 32%-მა მინიმალური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. კომპანია “ჯეოველ რისერჩის” მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის 10 თვეში, ტექდათვალიერებაზე 84,850 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 32%-მა გაუმართავობის გამო, პირველადი ტესტირება ვერ გაიარა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დახარვეზებული ავტომობილების 30%-მა განმეორებით ტესტირებაზე არ გამოცხადდა. ქვეყანაში განმეორებითი ტესტირების დადებითი შედეგის მიღების გარეშე მოძრაობა აკრძალულია. ტესტირება ავტომობილის […]
ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება შემცირდა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 1.4%-ით გაიზარდა და 977.904 მლნ კვტ.სთ შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის ჯამური მაჩვენებლის (10947.3 მლნ კვტ.სთ) მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან (10541.2 მლნ კვტ.სთ) შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციას, ესკო-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 […]
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
600.000-მდე პირს ჯამში 1.5 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერება, რომელიც მათ სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო კომპანიებში აქვთ დაგროვილი. მთავრობის ეს ინიციატივა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს “ვალი გაუნულდება”. როგორც ცნობილია, თანხას ფონდი “ქართუ” დაფარავს, თუმცა რა სქემით და როგორ მოხდება თანხების ჩამოწერა კონკრეტული გეგმა ცნობილი არაა. ცნობილია ის, რომ ინიციატივა […]
სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2.6-ჯერ გაიზარდა
სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 417,2 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია. რაც შეეხება კომპანიების წმინდა მოგებას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 34,6 მილიონს შეადგენს 3 კვარტლის მონაცებით, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 163%-იანი ზრდაა. გასული წლის მე-3 კვარტალში 17 სადაზღვევო კომპანიის წმინდა […]
გიორგი კეპულაძე – „ქართუ“ დავალიანების მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან მქონე პირების სესხებს გამოისყიდის”
„საზოგადოება და ბანკები“-ს ხელმძღვანელი ვალების განულების პროექტის ფარგლებში დასახელებულ რიცხვებს ეჭვქვეშ აყენებს და ინიციატივას პოლიტიკური მოტივაციით ხსნის. გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი არც 600.000 მოქალაქეს შეეხება და არც 1.5 მილიარდი ლარი დაჯდება. მისი განცხადებით მოქალაქეების დასახელებული რაოდენობა – 600.000, აღებულია საბანკო ისტორიების ნეგატიური ჩანაწერების, ე.წ. შავი სიების საერთო მონაცემიდან, რომლიც არ მოიცავს […]
ალექსანდრე ძნელაძე – “ბანკებმა სესხები ფონდ ქართუს მიჰყიდეს”
ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. საფინანსო სექტორმა რეალიზაცია გაუკეთა საკრედიტო პორტფელს, გაყიდა სესხები ფონდ „ქართუზე“, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს არის კომერციული გადაწყვეტილება. „ეს არის კომერციული გადაწყვეტილება – საფინანსო სექტორიდან ფონდი „ქართუ“ ახდენს პორტფელის შეძენას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების […]
მაჭავარიანი – “შეგეხებათ თუ არა კრედიტების ჩამოწერა? – ამას 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებ გვერდზე ნახავთ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება. „მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, […]
რომან გოცირიძე – “არავითარ მილიარდნახევარს “ქართუ” არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა”
არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ” არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა. ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ მათ რესტრუქტურიზაციას, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე, პრემიერის დღევანდელ ინიციატივას. გოცირიძის თქმით, კომერციული ბანკები ისედაც ჩამოაწერდნენ ადამიანებს გარკვეულ ფულად დავალიანებას, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი. „ჯერ ერთი, მთავრობა რა შუაშია, […]










