ტაქსების ლიცენზირებიდან ბიუჯეტში 1.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა

ტაქსების ლიცენზირებიდან ბიუჯეტში 1.7 მლნ ლარზე მეტი შევიდატაქსების ლიცენზირებიდან ბიუჯეტში 10 თვეში გადახდილმა თანხამ 1.722.608 ლარი შეადგინა.
ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით;

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს.

ბ) ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, 50 ლარს.

გ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.

ბიემჯი