ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% მეტია (2017 წელი – 99 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები […]
კატეგორია: ეკონომიკა
ფადი ასლი ლარის კურსზე – “პანიკის საფუძველი არ არსებობს”
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ პანიკის საფუძველიც არ არსებობს. როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, როგორც კი მოსახლეობაში ლარის მიმართ ნეგატიური მოლდონები ჩაცხრება, კურსი გამყარებას დაიწყებს. ლარის გაუფასურების ბოლო ტრენდს ფადი ასლი წლის ბოლოსაც უკავშირებს. „ისტორიულად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქტომბერ – ნოემბერში დოლარი მყარდება. […]
კობა გვენეტაძე: „სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სებ-ი ინტერვენციებს მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ სებ-ის სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე არაა. „ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია; მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები […]
ლარი 2.69-მდე გამყარდა
ხანგრძლივი გაუფასურების შემდეგ ლარი მეორე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 9 ნოემბერს დილით 1.08%-იანი გამყარების შემდეგ დოლარის ღირებულება 2.70-ს ჩამოსცდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური კურსი 2.7505-ს შეადგენს, Bloomberg-ზე 6.05 თეთრით ნაკლებად 2.6900-ად ივაჭრება. იანვრიდან აპრილამდე ლარს გამყარების ტენდენცია აღენიშნებოდა. აგვისტომდე კურსი 2.40-2.45-ს შორის მერყეობდა. ბოლო 3 თვეში კი დოლარის ღირებულება ჯერ 30 თეთრით […]
საქართველოს ბიუჯეტი 13 მილიარდამდე გაიზარდა
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების თაობაზე იმსჯელეს 8 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებლის გამოსვლამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა, კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი […]
პროდუქტი 3-7%-ით უკვე გაძვირდა – „ფასები კიდევ გაიზრდება“
პირველადი მოხმარების იმპორტირებული პროდუქციაზე ფასები 3-7%-ით უკვე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი კიდევ დაეცა, ფასები უფრო მეტად გაიზრდება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა. დოლართან მიმართებით ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება აგვისტოდან დაიწყო. 10 აგვისტოს ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,46 ლარი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარი 2,76 ლარია. 30 პუნქტით, ანუ 12%-ით […]
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – – 4,354,423 მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,550,711 მგზავრი). ოქტომბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % მეტია […]
საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა – რა გახდა მსხვილფეხა საქონლის დეფიციტის მიზეზი?
ადგილობრივ ბაზარზე მსხვილფეხა საქონლის დეფიციტია, რის გამოც ხორცის ფასი გაიზარდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა. როგორც სასაკლაოების მეპატრონეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ხორცზე მოთხოვნა დიდია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილფეხა საქონლის შენახვა ძვირი ჯდება, ადგილობრივმა წარმოებამ იკლო, ხორცის იმპორტი კი გაიზარდა. ამას ემატება ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანაც. ხორცი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელთაც საქართველო […]
ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება
„ქართული მატყლის კომპანიას“ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. კომპანიის დამფუძნებლის ზაურ კულიევის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებსა და კონტროლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროკავშირში მატყლის შეტანას N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს, რომელიც მწარმოებლისგან დაუმუშავებელი მატყლის დაცული და დალუქული სახით გაგზავნას პირდაპირ გადამამუშავებელ კომპანიებში მოითხოვს. ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით შემცირდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ლარის […]
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.8 ლარი გახდა
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს. ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას განაგრძობს. ლარი გაუფასურებულია ბლუმბერგის მონაცემებითაც, რომლის თანახმად 1 აშშ დოლარი გუშინ 2.75 ლარი იყო, დღეს კი 2.76 ლარს გადასცდა. ეროვნული ვალუტა 1 თეთრამდე გაუფასურდა. შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე თეთრით გაუფასურდა.









