კომპანია “უსახელაური“, რომელიც იშვიათი ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, პროდუქციას 5-10%-თ გააძვირებს, ამის მიზეზი კი ყურძნის ფასის ზრდაა, რაც წლევანდელ რთველზე დაფიქსირდა. როგორც შპს ,,უსახელაურის“ დამფუძნებელმა პაატა შარაშენიძემ Bm.ge-ს განუცხადა, იმის გამო, რომ წელს უსახელაურის დაბალი მოსავლიანობა იყო, ყურძნის ფასმა კილოგრამზე 15 ლარი შეადგინა, გასულ წელს კი 10-12 ლარი ღირდა. გარდა ამისა, გაზრდილი იყო მოთხოვნა უსახელაურის […]
კატეგორია: ეკონომიკა
ეროვნული ბანკის რეგულაციები 1 ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა
ეროვნული ბანკის რეგულაციები 1 ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა, – ამის შესახებ BMG -ს ინფორმაცია ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. მათი თქმით, ამ დროისთვის ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება თუ როდიდან შევა საცალო დაკრედიტების ახალი ინსტრუქცია ძალაში. ამასთან, ეროვნულ ბანკში ასევე ადასტურებენ, რომ მუშაობა რეგულაციების გამარტივების კუთხითაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან […]
“ომეგას” თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა
ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ, გვიან ღამით, კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, მიერ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგი, რომელიც ტექნიკური მიზეზებით ჯერ 2-ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა. ომეგა ჯგუფის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი, აცხადებს, რომ ტელეკომპანია იბერიას გახსნაც დგას დღის წესრიგში, თუმცა, მისივე […]
ივანიშვილი – “მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ”
„ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით. არსად არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე […]
რატომ ეზღუდებათ საყოველთაოდ დაზღვეულებს კერძო პოლისებით სარგებლობა?
კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო სექტორს მიაჩნია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, შესაბამისად ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება შეიმსუბუქონ ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით. კერძო სექტორის ინიციატივას bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე პასუხობს. ნიკოლაძე განმარტავს, რომ 2 მლნ 300 ათას ადამიანს სრულფასოვნად […]
საქართველოდან წელს 1.8 მილიონი დოლარის ბიუსტჰალტერების ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერებია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახევ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით bfm.ge წერს. შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით 1 400 პროცენტით, 2017 წელთან შედარებით კი 62 […]
რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის კორელაცია დაახლოებით 95% – ია (იხ. დიაგრამა #1). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფასების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ნავთობის საერთაშორისო ფასებია, ბენზინის ფასებზე გავლენას ახდენს სხვა […]
საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 465%-ით გაიზარდა
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან სიგარების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტმა 100 მილიონ 461 ათასი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4.1%-ია. სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნიდან სიგარეტის ექსპორტი 465%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონ 779 ათასი დოლარის სიგარეტის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ექსპორტის უდიდესი წილი […]
მეპატრონეებს, რომლებიც ბინების აქირავებენ, ახალი გადასახადი ან რეგულაციები ემუქრება – “სოციალური აფეთქება მოხდება”
მეპატრონეებს, რომლებიც ბინების აქირავებენ შესაძლოა, ახალი გადასახადი ან რეგულაციები დაუწესონ. ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა. გიორგი ჩოგოვაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ მასშტაბით ბინების გაქირავებამ სასტუმროებს კლიენტები დაუკარგა და ამ საკითხს შესწავლა ტურიზმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. მისი განცხადების შემდეგ ლიკა ბასილაია, ვინც ბინას აქირავებს, ამბობს, რომ ეს ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. გიორგი […]
გიორგი ქობულია მიწებზე – “ვინც მოასწრებს, მოასწრებს”
მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს. ასე ეხმაურება ის ბიზნესის ნაწილის განცხადებებს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს, დაბრკოლებებს ქმნის. „ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია – უცხოელს შეუძლია […]










