საზოგადოება 20/30-ის ყოფილი ექსპერტი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა დააწინაურეს. როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მიხეილ დუნდუა 6 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა; მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნული საკადრო […]
კატეგორია: ეკონომიკა
თემურ ჭყონია – “ბაზარზე უწესო ფული ტრიალებს”
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით BM.GE-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაზარზე ჭარბი, უწესო ფულია, რომელიც არ უნდა ტრიალებდეს და სწორედ მისი არსებობა იწვევს კურსის ცვლილებას. “ბაზარზე უფრო მეტი ლარია ვიდრე უნდა არსებობდეს. რის გამოა ეს გამოწვეული, არჩევნებშია შავი ფული თუ თვითონ ტრიალებს უკონტროლოდ, არ ვიცი. ეროვნული ბანკი მკაცრად არეგულირებს სისტემას, უბრალოდ ამ […]
ყველა შეჩერებული მშენებლობა იდენტიფიცირებულია
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თემურ ბოლოთაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს კანონპროექტს, რომელიც დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობების პრობლემების გადაწყვეტას შეეხება. როგორც ბოლოთაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, შეჩერებული ობიექტების დასასრულებლად, რიგ შემთხვევაში კომპანიებმა შესაძლოა, გარკვეული შეღავათები მიიღონ. „ყველა ის შეჩერებული მშენებლობა დაიდენტიფიცირდა, რომელიც ქალაქში გვაქვს, შესაბამისი პრობლემური საკითხებიც დაიდენტიფიცირდა, თუ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ შენობა-ნაგებობები დასრულდეს. რამდენიმე […]
სანდრო ონოფრიშვილი მთის კურორტების განვითარების კომპანიას აღარ უხელმძღვანელებს
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. Bm.ge-ის ცნობით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას გადაწყვეტილებით, სანდრო ონოფრიშვილი მთის კურორტების განვითარების კომპანიას აღარ უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურშიც დაუდასტურეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის პოსტს დაიკავებს თამაზ გამცემლიძე, რომელიც აქამდე ამავე კომპანიაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა; […]
ზაალ იაკობიძე – „ზოგიერთი ნავთობკომპანია მაღალი მოგების მარჟით მუშაობს“
„ზოგიერთი ნავთობკომპანია მაღალი მოგების მარჟით მუშაობს“-ამის შესახებ bm.ge-თან „სენტას“ გენერალური დირექტორი აცხადებს. სწორედ ამით ხნის ზაალ იაკობიძე საწვავის ფასებს შორის იმ განსხვავებას, რაც მომხმარებელს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ხვდება. იაკობიძე აცხადებს, რომ საწვავის ფასს მასზე მოქმედი ფაქტორების (ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი და ლარის გაცვლითი კურსი) გარდა სწორედ კომპანიების მოგების მაღალი მარჟა განაპირობებს. „ხარჯები დაახლოებით თანაბარია, ვერ ვიტყვი […]
კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!
“ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად იყო გაფორმებული “ლუკოილში” და ლოგისტიკის მიმართულებას კურირებდა”. რამდენიმე კომპანია და არასამთავრობო სექტორი “საქართველოს რკინიგზას” კორუფციულ გარიგებებსა და ოლიგოპოლიის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანიების მტკიცებით, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით არსებულ დერეფანს ორი კომპანია – “პეტროკასი” და “კარგო ტრანზიტი” აკონტროლებენ, სხვა გადამზიდავებს კი რკინიგზა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს ამ სფეროში კონკურენციის შეზღუდვას. ბიზნესისა […]
შემოდგომაზე რეგიონებში ამდენი ტურისტი ასე გვიანობამდე არასდროს ყოფილა
2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობაც და გეოგრაფიული არეალიც გაიზარდა. გასულ წლებთან შედარებით, შეინიშნებოდა ტენდენცია, როდესაც მათი დიდი ნაწილი რთველის გამო ტურს არა მხოლოდ კახეთში, არამედ ქართლში, იმერეთსა და რაჭაშიც გეგმავდა. როგორც „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანას შემოდგომის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა ამ რესურსის სწორად […]
საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს საკვებში ხარჯავს
რამდენად ღარიბები ვართ – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქვეყნის ეკონომიკის მრავალ კრიტერიუმზე შეიძლება საუბარი. ერთერთი კრიტერიუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში საკვების წილია. საქსტატის უკანასკნელი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის 41.4% საკვების შეძენაზე ხარჯავს, ანუ ყველაფერი დანარჩენისთვის – განათლებისთვის, ტრანსპორტისთვის, ჯანდაცვისთვის, ტანსაცმლისთვის, გართობისთვის და სხვა პროდუქტებისა და მომსახურებების შესაძენად მხოლოდ 58.6% […]
მეორე ჯგუფის შშმ პირების პენსია, შესაძლოა, გაიზარდოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა 2019 წელს მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსიის ზრდას განიხილავს. „მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, მესამე წარდგენის დროს ამის გათვალისწინება მოხდება, ისევე როგორც, ბევრი სხვა საინტერესო ინიციატივის, რაც ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს შეეხება“, – განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსია რამდენი ლარით შეიძლება, გაიზარდოს. […]
,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” ბაზრის 76%–ს აკონტროლებენ – შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა მოქალაქეებს აზარალებს
მობილური, ინტერნეტ და სატელევიზიო ბაზრის დაახლოებით, 76%–ს ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” აკონტროლებენ. ,,საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად…”, – ალბათ, ეს ფრაზა ,,სილქნეტის” რეკლამაში ყველას მოუსმენია, მაგრამ ცოტა თუ მიმხვდარა, რომ რეალურად კომპანია თავისივე სარეკლამო ბმულში იტყუება. აღნიშნული გარიგება სატელეკომუნიკაციო ბაზარზეა ყველაზე მსხვილი, თორემ საქართველოს ისტორიაში გაცილებით მსხვილი ბიზნესგარიგეგებიც არაერთი ყოფილა. შორს, რომ არ წავიდეთ მაგალითად […]










