ეკონომიკის სამინისტრო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. “რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა […]
კატეგორია: ეკონომიკა
ხევი-უბისას მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შემოთავაზებული წინადადებები განხილება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – […]
დემურ გიორხელიძე – “მარიხუანით ეკონომიკის აღორძინება სისულელეა”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, მარიხუანა ააღორძინებს ქართულ ეკონომიკასო, ასეთ განცხადებებსაც მოვესწარით. – ეს არის სისულელე. მსოფლიოში არის ათობით წარმატებული სახელმწიფო, რომლებსაც წარმატებისთვის ამ გზით არ მიუღწევიათ! მარიხუანა იგივეა, რაც განუვითარებელ ქვეყნებში ნავთობის და გაზის აღმოჩენა. – ანუ? – როდესაც სახელისუფლო კლანი აჯდება რესურსს და იწყებს მის ექსპლუატაციას. […]
ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება – რა პროცედურების გავლა მოუწევთ მსესხებლებს
ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება. საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი უკვე ოქტომბერში ამოქმედდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პორტფელის ხელშეწყობის, ასევე პასუხისმგებლიანი საკრედიტო ურთიერთობების წახალისების მიზნებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე. აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის […]
ფინანსთა მინისტრი – ”ხორბლის მანქანით გადატანის აკრძალვის ბრძანება ახალ წლამდე გავაჩეროთ”
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ხვდება. მინისტრი მძღოლებს სთავაზობს 3 თვესა და 10 დღის განმავლობაში, ერთად შეჯერდნენ გამოსავალზე. “მე გთავაზობთ, ახალ წლამდე გადავწიოთ ბრძანება და გავმართოთ ერთმანეთთან მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ შევჯერდეთ გამოსავალზე. მე თქვენ გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, ამიტომ სრულად საკმარისი პერიოდია 3 თვე და 10 დღე იმისთვის, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. რა […]
„ელიავას ბაზრობამ თავისი თავი ამოწურა“
მერიამ ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმაზე ტენდერი გამოაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ბიზნესმენების და ურბანისტების პოზიციით იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ელიავას ტიპის ბაზრობა ქალაქის შუაგულში და თუ არა, რა უნდა იყოს მის ნაცვლად? ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, რომ „ქალაქის ცენტრში ელიავას ტიპის ბაზრობა არ უნდა იყოს და ქალაქის ცენტრს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია მეორე საკითხიც […]
კომპანია “ჯეო ნიუ სტილი“ საპარტნიორო ფონდს დახმარებას სთხოვს
შპს „ჯეო ნიუ სტილი“-ს დამფუძნებელი კახა თუთბერიძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი დეკორატიული აგურების საწარმო შეკვეთების სიმცირის გამო შესაძლოა მალე დაკონსერვდეს. როგორც თუთბერიძე განმარტავს, მან და მისმა პარტნიორმა არაერთხელ მიმართეს საპარტნიორო ფონდს დამხარებისთვის, კერძოდ კი მათი პროდუქციის პოპულარიზაციისა და უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მხარდაჭერისთვის. კახა თუთბერიძის თქმით, საქართველოს ბაზარზე კონკრეტულად დეკორატიული ფილების თვალსაზრისით ძირითადად იმპორტირებულ […]
ბექა გონაშვილი – “ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა”
“ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა”, – ამის შესახებ Bm.ge-ს “მეცხვარეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ზრდასრული ცხვრის ფასი, რომელიც 30-35 კილოგრამს იწონის, 220-230 ლარამდეც კი აღწევს, ამის მიზეზი კი ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნაა. “ძალიან გაიზარდა ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებში წელიწადში ექსპორტზე საშუალოდ 200-220 ათასი ცალი ცხვარი იგზავნება; მათ […]
ვასილ სოფრომაძე: „კარფურთან ომი მიწევს“
ვასილ სოფრომაძემ ბიზნესკარიერა სანქტ-პეტერბურგში დაიწო როგორც ელიტური უძრავი ქონების მენაშენემ. დღეს ის 4 ქვეყანაში ცხოვრობს – რუსეთის გარდა მისი ინტერესების სფეროში შედის საქართველო, საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო, სადაც ის აშენებს ვილებს რუსებისთვის და ინგლისი, სადაც მისი ოჯახი ქმნის სწრაფი კვების ქსელს. 2007 წლამდე თქვენ წარმატებით მონაწილეობდით სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური ნაწილის განაშენიანებაში, მერე, მოულოდნელად, შეწყვიტეთ საქმიანობა და გადაერთეთ ევროპაზე. […]
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი. შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია – მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან […]










