„პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა. ეროვნული ბანკის განკარგულების თანახმად, ბანკი არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად ჩამოყალიბდება. სს “პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წელს გაუუქმდა. “როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს “თიბისი ბანკმა” შეიძინა. ბიემჯი
კატეგორია: ეკონომიკა
წლის ბოლომდე მთავრობას 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი
2018 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობამ დახარჯა თითქმის 7 მლრდ 950 მლნ ლარი; 2018 წლის ჯამური გადასახდელები/ხარჯები კი შეადგენს 12,459,500 000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ სამ თვესა და 5 დღეში მთავრობამ დაახლოებით, 4.5 მლრდ ლარი უნდა დახარჯოს. აღსანიშნავია […]
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს. Bm.ge-ის ინფორმაციით, ის ეკონომიკის სამინისტროდან საკუთარი სურვილით მიდის. გიორგი ჩერქეზიშვილი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს. “ჯერჯერობით, არ ვადასტურებთ. გიორგი ჩერქეზიშვილი შვებულებაშია”, – განაცხადეს სამინისტროში. გიორგი ჩერქეზიშვილს 2017 წლის მარტიდან საქართველოს […]
რევაზ არველაძე – “ხუდონჰესის საწინააღმდეგო პროტესტს რუსეთი მართავს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო განწყობები რუსული ძალების მიერ იმართება. „აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რადგან მე ასე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთიდან მართული პროცესი, ისევე როგორც ეს 80-იან წლებში იყო, როცა „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს. მაშინ ძალიან კარგად იცოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ყველაფერს […]
ბესიკ შენგელია – “მიკრო-საფინანსო ინდუსტრია შოკშია”
მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია Bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საცალო დაკრედიტების ახალმა ინსტრუქციამ “ინდუსტრია შოკში ჩააგდო”. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. შენგელიას ინფრმაციით, ახალი ინსტრუქცია რამდენიმე დღის წინ დაეგზავნათ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, სადაც სრულად იგნორირებულია ის მოთხოვნები, რაც ინდუსტრიას ჰქონდა. “აღშფოთებულები ვართ და ამავდროულად გაკვირვებულებიც. მუდმივად იყო დაპირებები, რომ პირველადი დოკუმენტი გადაიხედებოდა, ამ დროს […]
პაატა შეშელიძე – ”ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია”
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძემ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ეროვნული ვალუტის და ეკონომიკის საკითხების შესახებ ისაუბრა. _ ბოლო რამდენიმე წელია, ეროვნული ვალუტა ზაფხულის ბოლოდან უფასურდება. დღეს არ არის საგანგაშო ნიშნულზე, მაგრამ ზაფხულის მიწურულსვე გაუფასურდა რამდენიმე პუნქტით. თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს, ეს არის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული თუ ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი? […]
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს
რომან გოცირიძე – “მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა – ამ ახალ ბიზნესს დიდი მოგება მოაქვს”
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა უმრავლესობამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი მარიხუანას კულტივიზაციის შესახებ. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? – საერთოდ არასწორია ასეთი შეფასება, რომ უმრავლესობამ რაღაცა შეიტანა, ან უმრავლესობამ რაღაცა გამოიტანა. უმრავლესობას არავინ არაფერს ეკითხება. უმრავლესობისთვის ეს იყო შოკი, როდესაც გაიგეს, რას აპირებდა ივანიშვილი. როდესაც […]
საქართველში ნებისმიერი სამსახური, შესაძლოა, საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს
საქართველში შესაძლოა, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადებება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, „შრომის კოდექსში“ გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში, დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, წინადადების ავტორის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის […]
მერიამ ბიუ-ბიუს ჯიხურების ადგილები წაართვა
თბილისის მერიის პრესსამსახური ბიუ-ბიუს ჯიხურებთან დაკავშირებთ კიდევ ერთ განმარტებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ: “კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დედაქალაქში არსებულ გარკვეულ ადგილებში თბილისის მერიამ, ურბანული მოწყობისა და ქალაქგეგმარების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია „ბიუ-ბიუს“ და ან სხვა ტიპის ჯიხურების განთავსება. აქედან გამომდინარე, „ბიუ-ბიუს“ უარი ეთქვა იჯარის ვადის გაგრძელებაზე და ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. თუმცა, მერიამ იქვე შესთავაზა, […]










