“ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” საექსპორტოდ შერჩეული 2 439 ღვინის მინუშიდან 93 დაიწუნა. როგორც Bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, დეგუსტაციის დროს აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ღვინოები სხვადასხვა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, შესაბამისად მათი საექსპორტო ბაზარზე გაშვება აიკრძალა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან “ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში” შესული ცვლილებების საფუძველზე, სავალდებულო დეგუსტაციას ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო დაექვემდებარა. აქამდე ეს მხოლოდ […]
კატეგორია: ეკონომიკა
ფოთში ახალი ბულვარი მოეწყობა
წელს, ზაფხულის სეზონს ფოთის ზღვისპირა ზოლი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც bm.ge-ს ფოთის მერიაში განუცხადეს, მალთაყვის სანაპირო ზოლზე უკვე აშენდა 3 კილომეტრი სიგრძის ბულვარი. ამ ეტაპზე კი სანაპირო ზოლის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კომუნიკაციების გაყვანას, ვეიკპარკის მოწყობას და სხვა სამუშაოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის სიგრძე 800 მეტრით გაგრძელდება. მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 2 654 […]
QNET-ის ქართულ ოფისს ეკა ბესელიას ოჯახის წევრები მართავენ
QNET-ის ქართულ ოფისს ეკა ბესელიას ოჯახის წევრები მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact.ge) ავრცელებს. ამასთან, მათივე ცნობით, თავად ოფისი ეკა ბესელიას საკუთრებაში მდებარეობს. „QNET პირამიდის პრინციპზე დაფუძნებულ ქსელურ მარკეტინგს ეწევა. ეკონომისტების აზრით, პირამიდის მოდელის მქონე კომპანიები მოგების მისაღებად თაღლითურ სქემას იყენებენ,“-აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში. ბიპიენი
6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს!
ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. […]
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფულს 9 ბანკში ინახავს – მისი დანაზოგი 379.000 ლარს და 700.000 დოლარს შეადგენს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფულად დანაზოგებს 9 კომერციულ ბანკსა და რამდენიმე საკრედიტო კავშირში ინახავს. კობა გვენეტაძეს დანაზოგები დეკლარაციის მიხედვით განთავსებული აქვს ეროვნულ ვალუტასა და ამერიკულ დოლარში. ,,თიბისი“ ბანკში კობა გვენეტაძეს 108 ათასი ლარი და 5 ათასი დოლარი აქვს განთავსებული, “საქართველოს ბანკში“ 108 ათასი ლარი და 289 ათასი დოლარი, ,,ლიბერთი ბანკში“ 81 ათასი ლარი, ,,ბაზის ბანკში“ 35 […]
ბათუმის ბულვარის მოწყობაზე 6.9 მლნ ლარი დაიხარჯება
წელს, ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და განვითარების ხელშესაწყობად, 6 949 297 ლარია გათვალისწინებული. როგორც bm.ge-ს „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბულვარში უკვე მოეწყო იაპონური ბაღი, განახლდა საბავშვო მოედნები და ატრაქციონები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანაპიროს გასწვრივ არსებულ სასეირნო ბილიკს. ჯამში 2100 კვ. მ. […]
მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს – კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თბილსიის მერიის წარნომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას. თბილისის მერიაში შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. […]
“ბიუ ბიუს” ჯიხურები 1 თვით დაიხურება
“ბიუ ბიუს” ჯიხურები დაახლოებით ერთი თვით დაიხურება. როგორც Allnews.ge-ს “ბიუ ბიუს” დირექტორმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, ამის მიზეზი ფრინველის ფერმაში დაგეგმილი სანიტარული დასუფთავებაა. “ჩვენ ვაპირებთ სანიტარულ დასუფთავებას. 5 წელი გავიდა რაც ფერმა არ დასუფთავებულა. ეს ყველა ფერმაში ხდება. ამიტომაც ჯიხურებს ერთი თვის განმავლობაში არ მიეწოდება ნედლი ხორცი და შეჩერდება მათი მუშაობა. ალბათ ორშაბათიდან დავიწყებთ დასუფთავებას. ჯიხურების […]
მესხური ლოკოკინა ბაზარზე 40 ლარი ღირს
საქართველოში პირველი ლოკოკინების ფერმა ახალციხეში, სოფელ მუსხში მდებარეობს. ფერმერმა, ლალი ცუხიშვილმა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აღებული 5.000 ლარიანი გრანტით ლოკოკინების ფერმა შექმნა და მესხური მოლუსკი მოაშენა. როგორც ცუხიშვილი BM.GE-თან ამბობს, წლის განმავლობაში 50-100 კილოგრამი მოლუსკი მოჰყავთ, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამბობს, რომ ლოკოკინების მომხმარებლები ძირითადად ადგილობივი მოსახლეობაა. ცუხიშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინა […]
ენგურჰესის მუშაობა აღდგა
,- ინფორმაცია bm.ge-ს ჰიდროელექტროსადგურის დირექტორმა ლევან მებონიამ დაუდასტურა. მისი თქმით, 7-დღიანი პაუზის შემდეგ ჰესი სრული დატვირთვით ამუშავდა. ლევან მებონია ამბობს, რომ ავარია ჰიდროელექტროსადგურზე მაღალი წნევის მილის დაზიანებამ გამოიწვია, რაც ამჟამად სრულად აღდგენილია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის გამეორების საფრთხე მინიმალურია, რამდენადაც შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.










