იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების გოგა გულორდავას, გიორგი ხატიძის და მერაბ ქვარაიას საკანონმდებლო ინიცაიტივით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი ითვალისწინებს 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევას 2019 წლის 1 მარტამდე, ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა.
პარლამენტის წევრის, გოგა გულორდავას განმარტებით, არსებული კანონმდებლობით 2018 წლის 1 სექტემბერს ვადა ეწურება 263.700 მართვის მოწმობას. მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შეუძლებელია დარჩენილ 3 თვეში ამდენი მართვის მოწმობის შეცვლა. აქედან გამომდინარე გახდა საჭირო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა და ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაწევა 2019 წლის 1 მარტამდე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.
კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს.
ბიემჯი