საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. – სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების […]
კატეგორია: ეკონომიკა
სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა?
არასაბანკო სექტორისთვის შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულაციით, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ გასცემს. აღნიშნულ რეგულაციას გულისხმობს დოკუმენტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. კერძოდ, საუბარია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე“, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს. სებ-ში ამ ეტაპზე […]
დემურ გიორხელიძე – “თუ დასჭირდებათ, ლარს გააუფასურებენ”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, ამერიკულმა სანქციებმა სერიოზულად დააზარალა რუსული ეკონომიკა, რუსი ბიზნესმენები. რას იტყვით თქვენ? – საქმე ის არის, რომ სანქციებმა და იმ სიაში ცნობილი მილიარდერების შეტანამ მათი ფირმების აქციები ჩამოშალა საფონდო ბაზარზე, ეს პირველი იმპულსი აშკარად თვალში საცემია. თუმცა ეს ის არ არის, რამაც შეიძლება რუსული […]
ვინ ეწინააღმდეგება და ვინ უჭერს მხარს დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას?
“საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის“ ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საპენსიო სისტემის რეფორმის ალტერნატიული პროექტების შესახებ, რომლებიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს საშუალოდ 13%, ხოლო მცირედ ინფორმირებულად – დაახლოებით 30%. „რესპონდენტებმა, მთლიანობაში, დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ძირითადი რეფორმისტული იდეის მიმართ, რომ სახელმწიფო […]
ჯონ ვურდემანი – “სიღნაღში უცხოენოვანი გიდებისა და სომელიეების დეფიციტია”
სიღნაღში უცხოენოვანი გიდებისა და სომელიეების დეფიციტია. ამის შესახებ Bm.ge-ს სიღნაღელმა მეღვინემ ჯონ ვურდემანმა განუცხადა, რომელიც ტურისტებს მრავალი წელია საკუთარ მარანებში მასპინძლობს. როგორც ვურდემანი ამბობს, სეზონურად პერსონალის ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან უწევს. – ტურისტების რაოდენობა ბევრია, თუმცა კადრების დეფიციტი გვაქვს და პერსონალი საზღვარგარეთიდან ჩამომყავს სამუშაოდ, განსაკუთრებით უცხო ენების მცოდნე გიდების დეფიციტია, ასევე სომელიეების, რომლებიც ღვინის დეგუსტაციებს ატარებენ […]
მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ – “დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა”
კომპანია ReFresh-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგეშვილი, მერიის მიერ გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ კანონის დახვეწა, რათა მოხდეს გარე ვაჭრობის გამიჯვნა, მოწესრიგებული საქმიანობისგან. ამის შესახებ მან ,,საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. კომპანიას აქვს სავაჭრო ობიექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც ტურისტებს ე.წ ,,ფრეშ წვენებით“ უმასპინძლდებიან. ქსელში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შემოსავალი საშუალოზე […]
დავით პაპიაშვილი – “ფინანსთა მინისტრის განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია”
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას პროდუქციის მიწოდების დროს წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, გაუგებარს უწოდებს კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი. როგორც გადაცემაში “საქმის კურსი” პირდაპირ ეთერში პაპიაშვილმა განაცხადა, გადახდის წყაროსთან დაკავება საქონლის შეძენის დროს არც ადრე ხდებოდა და აქ არანაირი ბარიერი არ იყო. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი დაკავება საქონლის შესყიდვის დროს ხდება მხოლოდ ჯართის და […]
გიორგი მარრი – “ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, შემდეგ ძნელია გამოსწორება”
– ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება,- ამის შესახებ სილქ როუდ გრუპის უძრავი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მარრი აცხადებს. მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციების შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ მიმართულებით რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. – ტურისტული ბაზარი იმ სპეციფიკით გამოირჩევა, რომ თუ ერთხელ რაიმე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება. თავიდანვე უნდა […]
ბათუმის პორტის დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი გადადგა – შიმშილობა შეწყდა
ბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის პორტის თანამშრომლები 2 აპრილს გაიფიცნენ, ათმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ. 4 აპრილს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან პორტის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია შეაჩერა, თუმცა მოშიმშილეები აქციას განაგრძობდნენ. იმედინიუსი
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 35%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია). 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით […]










