კატეგორია: ეკონომიკა

ირაკლი გურჩიანის ფირმა შსს-ს 180 პიკაპს 10 მილიონად მიაწვდის – მან ტენდერში თემურ კოხოძის ფირმა დაამარცხა

შსს-ს 180 სპეციალიზირებულ პიკაპს, კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მიაწვდის. აუქციონზე, მან, კონკურენტ “ტოიოტა ცენტრ თეგეტაზე“ 181 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა შემსყიდველს. “ტოიოტა ცენტრი თბილისი” მზადაა, მანქანები შსს-ს 10 მილიონ 582 ათას ლარად მიჰყიდოს. ამჟამად, ტენდერი შერჩევა/შეფასების სტადიაზეა და თუ კომპანიას დოკუმენტაცია წესრიგში ექნება, მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ პიკაპები, შპს “მექანიზატორს” თავდაპირველად ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, […]

ამერიკაში გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა

ამერიკაში თუშური გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა, ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატივი “ალაზნისთავის” თანადამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა. კოოპერატივი ნიუ იორკსა და კალიფორნიაში ყოველთვიურად 500 კილოგრამ გუდის ყველს გზავნის, წლევანდელი სეზონიდან კი ექსპორტი 25%-ით გაიზრდება. – ექსპორტის გაფართოებაზე ვართ ორიენტირებული, ყოველწლიურად ვგეგმავთ ზრდას. 2016 წლიდან ვყიდით გუდის ყველს ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკსა და კალიფორნიაში. ჩვენი პროდუქციას ამერიკაში ადგილობრივ […]

ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა. ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია – 139% […]

სერგეენკო – რატომ ღირს საქართველოში წამლები ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: – ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა […]

1 მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს განცხადებით, 2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და EFTA-ს შორის ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს. შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა საქართველოში წარმოებული პროდუქცია და სერვისების დიდი […]

ქართველი გადამზიდავები უთანასწორო „ომში“

ქართველი გადამზიდავები უთანასწორო ომში პრობლემა სარფშივე იწყება, სადაც თურქული მხარის გაჭიანურებული სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების გამო ქართველ გადამზიდავს 3-4 დღით გაჩერება უწევს, თურქ გადამზიდავს კი იმავე პროცედურისთვის საქართველოს საზღვარზე 3-4 საათი სჭირდება. თურქები პროცედურის გაჭიანურებას გაუმართავ კომპიუტერულ სისტემასა აბრალებენ. ქართველ გადამზიდავს უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სარფის სადგომზე, სადაც არ არის ელემენტარული ჰიგიენური პირობები, ამიტომ სჭირდება ღამის გასათევიც, […]

დემურ გიორხელიძე – “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკაში უკეთ უნდა ერკვეოდეს”

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე აფასებს. – ბატონო დემურ, თქვენ ჩვენს წინა ინტერვიუში გამოთქვით ვარაუდი, რომ ლარის კურსი გაუფასურდებოდა. ბოლო კვირაა, ლარი გაუფასურებას მართლაც განაგრძობს. რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს? – ცენტრალური პრობლემა საქართველოში არის მაკროეკონომიკური პრობლემა, როცა ქართული ფულის მასა შეადგენს მთელი ქართული ეკონომიკის მხოლოდ 18%-ს, ფული […]

2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივი შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია. რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა. იმპორტში ლიდერობენ […]

კახა ბექაური – “მოქალაქეები ინტერნეტის ხარისხის კონტროლს შეძლებენ”

მოქალაქეები უახლოეს მომავალში ინტერნეტის ხარისხის შემოწმება-კონტროლს შეძლებენ. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულს მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოახერხებენ, რომლის ჩამოტვირთვაც კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი. – კომისია უკვე 10 თვეა, მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებს. პროექტი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ინტერნეტ ხარისხის კონტროლის მექანიზმს ქმნის. ამ პროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს […]

დავით სერგეენკო 39.000 დოლარიანი ტოიოტა პრადოთი დადის, დიმიტრი ქუმსიშვილი – მერსედესით – რა ავტომობილებს ფლობენ მინისტრები და მათი ოჯახები საქართველოში

ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონება ყოველთვის ინტერესს იწვევს და ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება ხოლმე. ამჯერად, Allnews.ge მინისტრების ოჯახების კუთვნილი ავტომობილებით დაინტერესდა. საინტერესოა, რა მარკისა და ღირებულების ავტომობილებს ფლობენ თავად ისინი და მათი ოჯახები? საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილი ავტომობილი 2006 წელს გამოშვებული “მერსედეს-ბენცია”, რომელიც მესაკუთრემ 2012 წელს 10 000$-ად შეიძინა. 2017 წელს შევსებული […]