ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და მანქანის დაყენება 3 ლარი დაგიჯდებათ. ცვლილება 1 მაისიდან ამოქმედდება. ავტომანქანის მფლობელებს სიახლის შესახებ ადმინისტრაციამ უკვე აცნობა. შესაბამისი ინფორმაცია ბაზრობის შესასვლელთან არის განთავსებული. ლილოს ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში. ბაზრობის ავტოსადგომზე დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ავტომანქანა შედის. ინფორუსთავი
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება: დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი); […]
მსოფლიოს 10 ქალაქს შორის „რედისონის“ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი თბილისშია
მსოფლიოში უამრავი ბრენდირებული სასტუმრო არსებობს. ზოგიერთი მათგანი თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმრო „რედისონში“ 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 18 ივნისიდან 24 ივნისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება. თბილისი -5,638 ლარი ბერლინი – 5, 350 ლარი ლონდონი – 4,484 ლარი ნიუ-იორკი […]
მამუკა ბახტაძე საბანკო სისტემას აკრიტიკებს – ”საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა”
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. – სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების […]
სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა?
არასაბანკო სექტორისთვის შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულაციით, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ გასცემს. აღნიშნულ რეგულაციას გულისხმობს დოკუმენტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. კერძოდ, საუბარია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე“, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს. სებ-ში ამ ეტაპზე […]
დემურ გიორხელიძე – “თუ დასჭირდებათ, ლარს გააუფასურებენ”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, ამერიკულმა სანქციებმა სერიოზულად დააზარალა რუსული ეკონომიკა, რუსი ბიზნესმენები. რას იტყვით თქვენ? – საქმე ის არის, რომ სანქციებმა და იმ სიაში ცნობილი მილიარდერების შეტანამ მათი ფირმების აქციები ჩამოშალა საფონდო ბაზარზე, ეს პირველი იმპულსი აშკარად თვალში საცემია. თუმცა ეს ის არ არის, რამაც შეიძლება რუსული […]
ვინ ეწინააღმდეგება და ვინ უჭერს მხარს დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას?
“საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის“ ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საპენსიო სისტემის რეფორმის ალტერნატიული პროექტების შესახებ, რომლებიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს საშუალოდ 13%, ხოლო მცირედ ინფორმირებულად – დაახლოებით 30%. „რესპონდენტებმა, მთლიანობაში, დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ძირითადი რეფორმისტული იდეის მიმართ, რომ სახელმწიფო […]
ჯონ ვურდემანი – “სიღნაღში უცხოენოვანი გიდებისა და სომელიეების დეფიციტია”
სიღნაღში უცხოენოვანი გიდებისა და სომელიეების დეფიციტია. ამის შესახებ Bm.ge-ს სიღნაღელმა მეღვინემ ჯონ ვურდემანმა განუცხადა, რომელიც ტურისტებს მრავალი წელია საკუთარ მარანებში მასპინძლობს. როგორც ვურდემანი ამბობს, სეზონურად პერსონალის ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან უწევს. – ტურისტების რაოდენობა ბევრია, თუმცა კადრების დეფიციტი გვაქვს და პერსონალი საზღვარგარეთიდან ჩამომყავს სამუშაოდ, განსაკუთრებით უცხო ენების მცოდნე გიდების დეფიციტია, ასევე სომელიეების, რომლებიც ღვინის დეგუსტაციებს ატარებენ […]
მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ – “დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა”
კომპანია ReFresh-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგეშვილი, მერიის მიერ გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ კანონის დახვეწა, რათა მოხდეს გარე ვაჭრობის გამიჯვნა, მოწესრიგებული საქმიანობისგან. ამის შესახებ მან ,,საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. კომპანიას აქვს სავაჭრო ობიექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც ტურისტებს ე.წ ,,ფრეშ წვენებით“ უმასპინძლდებიან. ქსელში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შემოსავალი საშუალოზე […]
დავით პაპიაშვილი – “ფინანსთა მინისტრის განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია”
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას პროდუქციის მიწოდების დროს წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, გაუგებარს უწოდებს კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი. როგორც გადაცემაში “საქმის კურსი” პირდაპირ ეთერში პაპიაშვილმა განაცხადა, გადახდის წყაროსთან დაკავება საქონლის შეძენის დროს არც ადრე ხდებოდა და აქ არანაირი ბარიერი არ იყო. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი დაკავება საქონლის შესყიდვის დროს ხდება მხოლოდ ჯართის და […]










