უკანონო გარევაჭრობაზე ჯარიმები, შესაძლოა, 20-დან 100 ლარამდე გაიზარდოს. შესაბამის ცვლილებებს მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, მათ ასევე სურთ, რომ მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი სავაჭრო ავტომობილების დაჯარიმების უფლება ადგილზევე ჰქონდეთ. – გარევაჭრობასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია დავიწყეთ აქტიური ღონიძიებები. გვაქვს ადგილები, სადაც დღეს გვაქვს გარევაჭრობა. […]
კატეგორია: ეკონომიკა
ბათუმის ესტაკადა ივლისში დასრულდება
ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის დასრულებას მშენებელი კომპანია ივლისში ვარაუდობს. ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევიგზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“. მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ […]
ნავთობი ძვირდება
ლონდონისა და ნიუ–იორგის ბირჟებზე მიმდინარე ელექტრონულ ვაჭრობებზე ნავთობის ფასი იზრდება. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,37%–ით გაიზარდა $64,61–მდე. მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, მარტში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე0,36%–ით გაიზარდა და ბარელზე $61,47 შეადგინა. M2B
დასაქმებული ღარიბები – რატომ არ იცვლება მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა?
საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და რთულად მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა უმუშევრობასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს დასაქმებული ადამიანების უცვლელი ფინანსური მდგომარეობის საკითხი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, დასაქმებული ადამიანების შრომითი ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა „პირველთან“ საუბარში სპეციალისტები ამბობენ, რომ ცხოვრების რეალური სურათი განსხვავებულია და საპირისპიროს ამტკიცებს. ექსპერტების თქმით, გამოქვეყნებული კვლევების და მონაცემების მიუხედავად, ამ კუთხით […]
სახელმწიფო სტრუქტურები ათასობის ლარის ლიმონათს ყიდულობენ
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით მოთხოვნადი პროდუქტია. ბიუჯეტიდან ათასობით ლარი ლიმონათში იხარჯება. მიმდინარე წლის თებერვალში, მხოლოდ ერთ თვეში, ლიმონათისა და სხვა სასმელების შესყიდვაზე რამდენიმე მსხვილბიუეჯეტიანი ტენდერი გამოცხადდა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა. რომელიც ლიმონათთან ერთად შუშხუნა ღვინოსაც ყიდულობს. აღნიშნული ორგანიზაცია ამჟამად იმ კომპანიას არჩევს, რომელიც 20.000 ლარის ღირებულების უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს […]
”სარაჯიშვილი” ექსკლუზიურ კონიაკ ”ვინთიჯს” გამოუშვებს – ის 700-დან 3.000 დოლარამდე ეღირება
კომპანია ,,სარაჯიშვილი“ მალე ბაზარზე ახალ ექსკლუზიურ კონიაკს, ,,ვინთიჯ“-ს გამოიტანს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა განუცხადა. – ჩვენი უპირატესობა და მიმართულება არის ის, რომ ჩვენს კომპანიას აქვს ტრადიცია, ამბიცია და მრავალწლიანი ისტორია. გვინდა ამ ხნის დაგროვილი სიმდიდრე ნელ-ნელა გამოვიტანოთ და შევქმნათ ექსკლუზიური ხაზი და ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში აქამდე არ […]
რიქსოსის ბრენდი ბორჯომს დატოვებს
მიმდინარე წლის 13 აპრილს რიქსოსის ბრენდი სასტუმრო “რიქსოს-ბორჯომს” ოფიციალურად დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის სს “ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა დაუდასტურა და დასძინა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. მისივე თქმით, სასტუმროს მენეჯმენტში ახალი, უფრო ძლიერი ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და საბოლო შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. – რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ […]
ხატია ყურაშვილი – “მაგთის ტარიფების შეცვლამდე წინასწარ გაფრთხილების 10-დღიანი ვადა უნდა დაეცვა”
მობილური კავშირით უზრუნველყოფის ტენდერში სამივე კომპანიამ გაიმარჯვა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს მობილური კავშირით მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი უზრუნველყოფენ. წელს უკვე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში გაზრდილი ტარიფები იყო გათვალისწინებული. კომპანიამ მაგთი აბონენტებს გუშინ ტენდერის დასრულების შემდეგ მისწერა, რომ 2017-2018 წლებში კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტები 1 მარტიდან გაუუქმდებოდათ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი პრეს-სპიკერი ხატია ყურაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება […]
კოტე სულამანიძე – ”ვინც სავალდებულო დაზღვევას არ დაემორჩილება, სანქციები დაეკისრება”
– იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ობიექტები სავალდებულო დაზღვევას არ დაემორჩილებიან, მათ სანქციები დაეკისრებათ, – განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. – სანქციები ადმინისტრაციული ჯარიმის კუთხით არის, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დამტკიცდეს. თუ პოლისის შეძენა არ მოხდა, პირველ ჯერზე, სუბიექტი 1.000 ლარით ჯარიმდება, […]
თემურ ჭყონია: „ჩვენ გვინდა მაინცდამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ “დამკაში”
“ადამიანებმა “გარაჟში” შექმნეს მილიარდები და ჩვენ გვინდა მაინდცამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ “დამკაში”,- ამის შესახებ “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ბიზნესმენებს ინოვაციური მიდგომები აკლიათ და გადმოაქვთ მსოფლიოში უკვე დანერგილი პროდუქტები, საკუთარს კი ნაკლებად ქმნიან. – თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, რა შუაშია ბილ გეითსი და საქართველო… თუ ასე მივუდექით, არ დაიბადება ბილ […]










