გიორგი რამიშვილი – “სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი მალე დასრულდება”

გიორგი რამიშვილი - "სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი მალე დასრულდება"გიორგი რამიშვილი ჯეოსელს 21 წლის დაბადების დღეს ულოცავს. საკუთარ მილოცვაში ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ სულ მალე სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი დასრულდება და განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას.
“ჯეოსელი 21 წლისაა, ვულოცავ ამ გამორჩეულ გუნდს მნიშვნელოვან თარიღს. მოხარულები ვართ, რომ ის უკვე ჩვენი დიდი ჰოლდინგის ნაწილია. ეს პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. სილქნეტს და ჯეოსელს ბევრი რამ აერთიანებს: ინოვაცია, მომხმარებელზე ორიენტრირებული სერვისები, კულტურულ მემკვიდრეობასა და განათლებაზე ზრუნვა ის ღირებულებებია, რომელსაც ორივე კომპანია იზიარებს.
სულ მალე სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და თითოეულ მომხმარებელს.” – აცხადებს რამიშვილი.

ბიზნესმედია