საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაზრობის მესაკუთრეა შპს „ ქალაქის გული“. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. ყველზე მსხვილი, 45%-იანი წილის მფლობელია „მორ ფანდ ჰოლდინგ ბი.ვი., ნიდერლანდები. 44.6% ეკუთვნის შპს „თერგს“ და 5-5%-იანი წილის მფლობელები არიან არიე გოლდსტეინი […]
კატეგორია: ეკონომიკა
„ხანდაზმულობის ვადის გასვლით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ გაქარწყლდება“
ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ. არა და, ასეთ დროს კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლის არსებობაც მოვალეს აღარც კი ახსოვდა. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს; გარდა ამისა, არის გარემოებები, რომლებიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იქამდე, ვალდებულებების შესრულებაზე […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს
ღორის სპერმის დარჩენილი 500 ლარიანი დავალიანების საკითხი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი. კითხვა, რომელიც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ ბიუროს სხდომაზე დასვა, უკვე […]
ტაქსის მძღოლი მგზავრის უნებართვოდ გადაყვანისთვის 200 ლარით დაჯარიმდება
შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით, ტაქსით მგზავრის გადაყვანა გამოიწვევს ჯარიმას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. “ხოლო საურავის დარიცხვიდან […]
საქართველოში 37.812 ოჯახი უკიდურესად ღატაკია
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 132.016 ოჯახი იღებს, აქედან 37.812 კი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს. – დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132.016 ოჯახი იღებს, აქედან 37.812 კი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია. მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში […]
პეტრიწის ქუჩის გზის რეაბილიტაციაზე 260 ათასი ლარი დაიხარჯება
დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების ფარგლებში პეტრიწის ქუჩაზე 4300 კვ.მ ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა ბორდიურები. კახა კალაძე თავდადებულის ქუჩაზე სკვერისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მოინახულებს. პეტრიწის ქუჩაზე არსებული სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გამოყოფილი
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისში, მდინარე ვერეზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს მერიის დაფინანსებით კომპანია „გრუპო პუენტე” აღდგენს. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს. bm.ge-ს ცნობით, ხიდის რეაბილიტაცია 4 თვეში უნდა დასრულდეს, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია. 1 წლის წინ ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით სტუდენტებმა […]
მამუკა ხაზარაძე – “ბანკებმა უნდა მოვითმინოთ”
“ბანკებმა უნდა მოვითმინოთ”, – ასე პასუხობს თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე Bm.ge-ს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობს ის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლამდე გადაიდო. “ჩვენ ამ თემაზე გვქონდა მსჯელობა ჯერ კიდევ შარშან. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ იმდენად დიდი მნიშვნელობის რეფორმა გაკეთდა და იმდენად დიდია […]
ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია ” ბადაგონიდან” აცნობეს, ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგშია დაბარებული. ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს. კომპანიის ინფორმაციით, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა […]
თბილისის აეროპორტში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბარსელონაში
ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მონაწილეობს. “წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა […]










