„ლიბერთიმ“ცოტა ხნის წინ ახალი გუნდი და სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ წარადგინა. განვითარების ახალ ეტაპზე ლიბერთის გუნდის წევრები მომხმარებელს მუდმივად გაუზიარებენ სიახლეებს და ინოვაციურ ხედვებს. სტრატეგიის განხორციელების შედეგად ახალი ლიბერთი იქნება მომხმარებელზე მორგებული უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველასათვის, მიუხედავად მათი ასაკისა. ლიბერთიში დაგეგმილი სიახლეების შესახებ „სარკეს“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე ესაუბრა. […]
კატეგორია: ეკონომიკა
ჩინეთიდან გერმანიაში ტვირთები საქართველოს გავლით უკვე გაიგზავნა
ჩინეთმა რუსეთის გვერდის ავლით ახალი ევროპული სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც ქსიანის საერთაშორისო მშრალ პორტს საქართველოს გავლით გერმანიის მანჰეიმთან დააკავშირებს. ქსიანი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია შენსში მდებარეობს. ეს ახალი მულტიმოდალური სერვისია, კვეთს როგორც კასპიის, ისე შავ ზღვას და გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუმინეთის პორტი, კონსტანცა ევროპისკენ მთავარი კარიბჭე იქნება. ტანსაცმლით, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედაში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად ქედის რაიონ სოფელ გობრონეთში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2007 წლიდან ოპერირებს ქედაში. სწორედ მაშინ მიიღო საოჯახო სასტუმრომ პირველი ტურისტიც. „უკვე 15 წელია, წარმატებით გრძელდება ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა. მათი მხარდაჭერით, ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით სასტუმროს რეაბილიტაცია განვახორციელეთ. […]
გალტ & თაგარტის მონაწილეობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაწილეობით, 27 აპრილს, 17:00 საათზე კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის […]
მარტში ვადაგადაცილების მქონე მსესხებელთა წილი შემცირდა
მარტში ვადაგადაცილების მქონე მსესხებელთა წილი შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში მსესხებლების 11.8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება. მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი – 12,1% იყო. „კრედიტინფოს“ 2022 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 216 792 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 395 681 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 […]
საქართველოში შაქრის იმპორტი განახევრდა
საქართველოში შაქრის იმპორტის მოცულობა განახევრდა. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში 6,415 ტონა შაქრის (4,049 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 12,486 ტონა შაქარი (6,034 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) შემოვიდა. ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერსდა, სად იყიდა საქართველომ მიმდინარე წლის მარტში პროდუქტი: აზერბაიჯანი – 3 316 ტონა ( 2,063 მლნ აშშ დოლარი) პოლონეთი […]
თბილისში სახლები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი – გლდანში
2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ […]
საქართველოს ბანკი და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ
ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს. 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება
საქართველოს ბანკი კულტურული მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო კოლექციაში […]
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა. კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არის დიაბეტური და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს. „უკრაინული საცხობი“ მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის […]