„ლიბერთიმ“ცოტა ხნის წინ ახალი გუნდი და სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ წარადგინა. განვითარების ახალ ეტაპზე ლიბერთის გუნდის წევრები მომხმარებელს მუდმივად გაუზიარებენ სიახლეებს და ინოვაციურ ხედვებს. სტრატეგიის განხორციელების შედეგად ახალი ლიბერთი იქნება მომხმარებელზე მორგებული უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველასათვის, მიუხედავად მათი ასაკისა.
ლიბერთიში დაგეგმილი სიახლეების შესახებ „სარკეს“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე ესაუბრა.
– რას გულისხმობს ლიბერთის ახალი ხედვა და სტრატეგია თითქმის 30-წლიანი
ისტორიის მქონე ბანკის შემთხვევაში?
– ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია: უმაღლესი დონის მომსახურებასთან ერთად, შევთავაზოთ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი და სერვისი; დივერსიფიცირებული პორტფელი საცალო, აგრო, მიკრო და საშუალო ბიზნესის მიმართულებით და შევქმნათ ძლიერი და ღია, წარმატებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურა.
მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი – ამ
ღირებულებებზე დაფუძნებულ მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს ახალი ლიბერთი. ყველა გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი არის ადამიანი – ჩვენი მომხმარებელი. რა სიახლეებს შესთავაზებს ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში მომხმარებელს?
– ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში, შესაბამისად გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ მარტივი საბანკო მომსახურებები, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება გათვლილი, მივცეთ არჩევანის თავისუფლება. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს მოდელი ნიშნავს, რომ დავაიდენტიფიციროთ რა სჭირდებათ მათ, რა საკითხის მოგვარება სურთ, რა აწუხებთ და მხოლოდ ამის შემდეგ, პერსონალურად მივუდგებით თითოეულ სეგმენტს, თითოეულ ჯგუფს და თითოეულ ადამიანს. ლიბერთი მზადაა გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და ყველა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.
სწორედ ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია: მომხმარებელზე ორიენტირებული
პროდუქტები, უმაღლესი დონის მომსახურება, სეგმენტური შეთავაზებები ცალკეული მომხმარებელთა ჯგუფებისადმი.
– ლიბერთი, რომელიც ფინანსურ სექტორში სიდიდით მესამე სისტემური ბანკია,
მილიონ 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ლიბერთის მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს და უფროსი თაობის მომხმარებელს ემსახურება. აპირებთ მათთვის ახალი მომსახურებების შეთავაზებას?
– ლიბერთის გუნდისთვის, ჩვენი უფროსი თაობის მომსახურება, პირველ რიგში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. უფროსი ასაკის მომხმარებლები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ღირებული და საპატივცემულო ხალხია. უკვე მეორე წელია, მუდმივად მიმდინარეობს მათი საჭიროებების კვლევა, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ ბანკისგან. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავნერგეთ ლოიალობის საკმაოდ ეფექტური პროგრამები. მათ შორის არის ფასდაკლებების პროგრამა და რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან ქსელურ ობიექტში, მათ შორის სააფთიაქო ქსელში, სამედიცინო მომსახურების მიმართულებით ჩვენი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის მოქმედებს საუკეთესო ფასი ლიბერთის ბარათებით გადახდისას, რათა მათ კიდევ უფრო მეტის დაზოგვის შესაძლებლობა მივცეთ.
– კიდევ რა სიახლეებს გეგმავს უფროსი თაობის ადამიანებისთვის “ახალი ლიბერთი“?
– ახლო მომავალში გვექნება ახალი შეთავაზებები განსაკუთრებული და უნიკალური პირობებით სპეციალურად ამ მომხმარებლისთვის. გვაქვს იდეები, თუ როგორ გავხადოთ საბანკო სერვისები უფროსი თაობისთვის უფრო ხელმისაწვდომი, რა საჭიროებები მოვუგვაროთ და როგორ ვაგრძნობინოთ მათ ის, რომ ჩვენთვის არიან განსაკუთრებულები. ამაზე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.
– ლიბერთის ახალ გუნდში თქვენ, ბიზნესის მიმართულებას ხელმძღვანელობთ. რა სახის სიახლეების დანერგვას გეგმავს ლიბერთი ბიზნესსესხების მიმართულებით?
– ახალი ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ აგრო, მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტებაა.
ამ მიმართულებით, ტრადიციულ საბანკო შეთავაზებებთან ერთად, აქტიურად
ვმუშაობთ დამატებით ბენეფიტებზე. ბიზნესების საჭიროებების დაიდენტიფიცირების შემდეგ მაგალითად შევიტყვეთ, რომ მათ სჭირდებათ ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მენეჯერული აღრიცხვის ინსტრუმენტების მიწოდება, ასევე დამატებითი არასაბანკო შეთავაზებები, როგორიც არის მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა, სავაჭრო პლატფორმების შექმნა მცირე მეწარმეებისთვის, დაზღვევის ინსტრუმენტები. ლიბერთი ამ მიმართულებით გეგმავს სიახლეებს და ჩვენი გუნდი მომხმარებელს ეტაპობრივად წარუდგენს.

