კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. ახალი დირექტორი, კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.
კატეგორია: ეკონომიკა
“საქართველოს ბანკმა” Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2021 –ის ჯილდო მიიღო
“საქართველოს ბანკმა” Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2021 –ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად უკვე მეათედ დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლადგახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც 140 ადამიანს ასაქმებს. ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია […]
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს – ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი კი 120 […]
ბორჯომის პარკში შესვლა უცხოელებისთვის 2 ლარი ეღირება
ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა უცხოელი ტურისტებისთვის ორი ლარი გახდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი კვლავ უფასო იქნება. „უცხოელებისთვის გახდა ორი ლარი, რაც შეეხება ბორჯომლებსა და საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც პასპორტში საქართველო უწერია, ყველასთვის უფასოა, სავარაუდოდ ამ სეზონზე ასე იქნება’, – ამბობს ბორჯომის პარკის დირექტორი, მერაბ იობაშვილი. მისივე თქმით, პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონებმა ფუნქციონირება განაახლეს, ამჯერად ბილეთის ფასები უცვლელი დარჩა. […]
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს. ლიდერატორი უკვე მეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა გააგრძელა კარიერა საქართველოს ბანკში. ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და […]
საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის შეთავაზება ბიზნესს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე […]
გიორგი ვაშაძე – “მინიმუმ კიდევ 6 თვით უნდა გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა”
“მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, როგორიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ეკონომიკაში. კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგვინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, ახლა ამის შენარჩუნება არის ნომერ პირველი ამოცანა, ” – ამბობს “სტრატეგია […]
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, 31 მაისს, 21:00 საათზე ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება. Startup Büro-ს ინიციატივითა და საქართველოს ფინტექ ასიციაციის მხარდაჭერით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის და Facebook Live-ის გამოყენებით ჩატარდება, მისი მთავარი თემა კი „ღია ბანკინგი და ფინტექ პროდუქტები“ იქნება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე https://bit.ly/2RPmg4D დარეგისტრირებით შეუძლია. ProductTank-ის შეხვედრა ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მისი მოდერატორი […]










