ყოფილი დეპუტატი თამაზ აქუბარდია ჰესების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება: “ცხადია და საკამათო არ არის, რომ ელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ: ა) ყველასათვის ცნობილია, რომ ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დარგია და, ამდენად, თუ პროექტის რეალური ღირებულება, ვთქვათ, 400 მილიონი დოლარია, როგორც წესი, სულ ცოტა, 1,5-ჯერ გაზრდიან პროექტის ფასს და, როგორც დიდებულ რომან „კვაჭი კვაჭანტირაძეში” გვაქვს, დანარჩენს „გააიმასქნავენ“. […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები – იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24 თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. […]
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ. მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება […]
სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და მათ მრავალ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, იხილოს როგორც მიმდინარე ანგარიში, ასევე თანხები, დეპოზიტები, ვალდებულებები და […]
სამგზავრო რკინიგზა 27 თებერვლიდან მუშაობას განაახლებს
სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება. „მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს […]
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლა“ წარმატებით გრძელდება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. პანდემიის ფონზე შექმნილი საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, ბანკის და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კლასგარეშე გაკვეთილების შეთავაზებას განაგრძობს. ონლაინ სკოლის საგანმანათლებლო პროცესში პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული. გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებითა და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი […]
ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფიდან წავიდა
„წავედით აჭარა ჯგუფიდან, მაგრამ ვრჩებით მის გულშემატკივრებად და წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს,“- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „დასრულდა ჩვენი და აჭარა ჯგუფის ათწლიანი, საქმიანი და ძალიან წარმატებული ურთიერთობა. მე 10 წლის წინ თემურ უგულავას ბიზნესს შემოვუერთდი და ერთმანეთის მხარდამხარ, თავდაუზოგავი შრომით და უდიდესი შემართებით, შევქმენით ინოვაციური კომპანია, […]
როდის აღუდგება წყალმომარაგება თბილისის უბნებს, რომელთაც წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს
მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი” ახორციელებს, გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წყალმომარაგება, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეს, 19 […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს
საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში ხიდს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ […]









