სუპერმარკეტ “ნიკორას” ადმინისტრაციამ 50-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა. “მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს, რადგან 22:00 საათიდან 06:00 საათამდე მუშაობდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
“მთავარი არხი” სუპერმარკეტის ადიმისტრაციასაც დაუკავშირდა. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ.
“როდესაც ვმუშაობდით, ნელ-ნელა იმატებდა საქმე და დატვირთვა. ძირითადი მოთხოვნა იყო ხელფასების გაზრდა. ბევრი საუბრის შემდეგ, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, გადავწყვიტეთ უკლებლივ ყველა თანამშრომელი გამოვსულიყავით და გაგვეპროტესტებინა ეს პირობები”, – ამბობს “ნიკორას” ყოფილი თანამშრომელი.
გათავისუფლებული ადამიანები ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

