საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამის შესახებ ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო. „ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე […]
კატეგორია: ეკონომიკა
მიკროსაფინანსოებმა 2020 წელს რეკორდულად მაღალი მოგება მიიღეს
2019 წელს ძირითადად რეგულაციებმა შეგვზღუდა – 2020 წელს უკვე ბევრი ახალი პროდუქტის დანერგვა მოგვიწია – ასე განმარტავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შემგელია მოგების იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც მისოე-ბმა 2020 წელს მიიღეს. 2020 წელს მისო-ები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. 2020 წელი მათ 44.853.697 ლარის მოგებით დახურეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 96.604.829 ლარი შეადგინა. ეს მაშინ,როდესაც 2019 […]
კახა ხაზარაძე – “ტრანსპორტი კოვიდის ახალი კერა გახდება, კომენდანტის საათი თუ არ გადავწიეთ”
„ბიზნესი საკმაოდ დაჭრილია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება,“ – ამის შესახებ „აისიარ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მანვე ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც 8 თებერვალს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელმა. ხაზარაძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა რეგულაციების შემსუბუქებას და კომენდანტის საათის გადაწევას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ტრანსპორტი ინფექციის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპს „საკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს. ამჯერად კომპანია […]
საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის
საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისთვის სამსახურის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „ნიუ პასაჟი“ წარმოებას აფართოვებს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო. შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. „ნიუ პასაჟი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონში […]
15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,-განაცხადა გახარიამ.
კალაძეს ანგარიშზე 4 მილიონ დოლარზე მეტი აქვს – თბილისის მერის ახალი დეკლარაცია
დედაქალაქის მერმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 31 იანვარს შეავსო. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კახა კალაძემ გასულ წელს ქველმოქმედებაში 280.000 დოლარი დახარჯა, ხოლო პარტია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 60.000 ლარი გადაურიცხა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, თბილისის მერის საკუთრებაშია: მშენებარე, 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, რომელშიც 2013 წელს 500.000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სამი […]
500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო
მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me – ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან […]
გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, […]









