კატეგორია: ეკონომიკა

ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 თებერვლის ბრძანებით, აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა საინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 11 მარტიდან ძნელაშვილს ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე. 2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა […]

საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 ადამიანს სურს

"საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს, სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 120 განაცხადი შევიდა. „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია 10 იანვარს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 31 იანვარს დასრულდა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი განაცხადია უწყებაში შესული და რა პროცედურით მოხდება ახალი დირექტორის შერჩევა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს, რომელშიც […]

ხილი 28.3%-ით, რძის ნაწარმი – 15%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14%-ით, პური და პურპროდუქტები კი 5%-ით გაძვირდა

რძის ნაწარმი 13.5%-ით გაძვირდა, ხორცი -14.8%-ით, პური - 6.6%-ით, თამბაქო კი - 30.8%-ით

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 28.3 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14 პროცენტით, ხოლო პური და პურპროდუქტები 5 პროცენტით, რძის ნაწარმი კი 15 პროცენტით გაძვირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს , რომლის თანამხადაც იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ […]

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ ყველაზე ხშირად  

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ ყველაზე ხშირად  

საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 12 525 მოქალაქე მუშაობდა, რაც 828 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, 2017 წელს კი ქვეყანაში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში […]

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია. „ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ […]

ინვესტორი – სასტუმრო “ბუდაპეშტს” ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებთ

ინვესტორი - სასტუმრო “ბუდაპეშტს” ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებთ

“1 წელია ველოდებით თბილისის მერიისგან პასუხს, აგვინაზღაურებენ თუ არა ინვესტირებულ თანხას ან შემოგვთავაზებენ თუ არა ვაკის პარკის ჩამნაცვლებელ ტერიტორიას. მეტი დროის კარგვას აღარ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო “ბუდაპეშტი”, – ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ განაცხადა. ზაქაიძის განცხადებით, […]

რაჭა-ლეჩხუმში 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა – ლექსო ჩარკვიანის “დაკარგული სამოთხე” გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმში 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა - ლექსო ჩარკვიანის "დაკარგული სამოთხე" გრძელდება

წელიწადნახევარში რაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” იდეის – “დაკარგული სამოთხე” ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, მყიდველების რაოდენობა სულ უფრო მზარდია. ამასთან, სახლების ღირებულებამაც შედარებით მოიმატა. კერძოდ, როგორც ლექსო ჩარკვიანი აცხადებს, ყველაზე დაბალფასიანი – 1.500 ლარად, ხოლო, ყველაზე ძვირი – 9.000 დოლარად გაიყიდა. “დაკარგული სამოთხე” – ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის […]

დავით საგანელიძე – საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

„მიმაჩნია, რომ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს, ფონდი თვითონ უნდა ახერხებდეს, რომ მოიძიოს ფინანსური სახსრები უცხოეთიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა. ამასთან, საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა წარმოადგენდნენ ფონდის შვილობილ კომპანიებს. „რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც დღეს ფონდის შვილობილ კომპანიებად ითვლება, ფონდი აბსოლუტურად არ ერევა მათ […]

ივლიანე წულაიამ 1 წელიწადში ვაკეში 3 ბინა იყიდა

ივლიანე წულაიამ 1 წელიწადში ვაკეში 3 ბინა იყიდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ერთ წელში, კერძოდ, 2018 წელს ვაკეში სამი ბინა შეიძინა, რაშიც ჯამში 210.545 აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული. მასთან, დეპუტატმა ერთ წელიწადში, პარლამენტში საქმიანობისთვის ხელფასისი სახით 55.485 ლარი მიიღო. როგორც მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ივლიანე წულაიამ 2018 წელს შეიძინა სამი ბინა […]

კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, ყოფილი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას, შვილს ეკუთვნის

კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, ყოფილი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას, შვილს ეკუთვნის

შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დააჯარიმა, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ბუკიას შვილს, ნათია ბუკიას ეკუთვნის. ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის […]