ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება”ქართული ოცნება’’ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს.

როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

ამავდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან გადმოიტანეს, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე უფუნქციოა.

ასევე შეგახსენებთ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

იპნ