კატეგორია: ეკონომიკა

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

როგორც „გურიის მოამბეს“ მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიის თანხმობით, მიმდინარე წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, კომპანია „ორბს“ ნება დართო, მის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, კურორტის ცენტრში, იქ სადაც რამდენიმე ათეული წლებია კურორტზე ტრადიციული დოღი ტარდება, იქვე ჩამომავალ მდინარე ბახვისწყალზე გახსნას ორი კარიერი, ამავე სამინისტრომ კომპანია „ორბის“ მისცა უფლება აღნიშნული კარიერებიდან ამოიღოს […]

მომღერალი ელენე კალანდაძე „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ეხმაურება

მომღერალი ელენე კალანდაძე „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ეხმაურება

მომღერალი ელენე კალანდაძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, მიბაძონ „ევროპაბეთს“. „აბსოლუტურად ვემხრობი იმას, რომ გარე ბილბორდები უნდა მოიხსნას და, საერთოდ, ჯობია, ყველამ მიბაძოს და აიკრძალოს საერთოდ ყველანაირი რეკლამა. ყველა სახის რეკლამას ვეწინააღმდეგები, ეს იქნება სატელევიზიო, რადიო თუ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული. არ ვიცი, ეს კამპანია რამდენად გაამართლებს, მაგრამ  […]

“ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს” – ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა

"ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს" - ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. მან გადადგომის მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, […]

სათამაშო ბიზნესში „პასუხისმგებლიანი თამაში“ ინერგება

სათამაშო ბიზნესში „პასუხისმგებლიანი თამაში“ ინერგება

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ დღეს, 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე უნიკალური ინიციატივის დეტალები გააცნო. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე. „გვესმის, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეულ რისკს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაბეთის“ […]

ლიფტებიდან წელიწადში 61 მილიონი ლარი გროვდება – სად მიდის ეს ფული?

ლიფტებიდან წელიწადში 61 მილიონი ლარი გროვდება - სად მიდის ეს ფული?

ვინ აკონტროლებს ხურდაზე მომუშავე ლიფტებს და საშუალოდ რა თანხა გროვდა წლის განმავლობაში? როგორც ბიემჯის კომპანია სიტიკომის ხელმძღვანელმა ლევან შარანგიამ განუცხადა, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში ლიფტებში დაგროვილი თანხის მოცულობა 61.200.000 მლნ ლარს აჭარბებს. თანხა დათვლილია 17,000 ლიფტისთვის, რომელიც ჯამურად თბილისში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებშია. “ლიფტში ერთი ადამიანი დღეში თუ ხარჯავს 20 თეთრს (დღეში მხოლოდ ერთხელ […]

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

ბიემჯის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, მათი თქმით, ლევან სურგულაძე თბილისში არ იმყოფება და ის დამატებით კომენტარს სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, მის მიერ სააგენტოს დატოვების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან […]

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი – iPay შესთავაზა. iPay არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ […]

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ მიჰყიდა და ჰოსპიტალური ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სადაზღვევო კომპანია ავრცელებს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ […]

კალაძე – “კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება”

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი კომპანია „თელასმა“ დააზიანა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, „თელასმა“ ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე ჩაატარა. „კანდელაკის ქუჩაზე ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო მილი, ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც შემოწმების აპარატის საშუალებით დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ახალი ჩადებული, რეაბილიტირებული და განახლებული მილი ორ ადგილზე […]

აკაკი ცომაია – „საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“

აკაკი ცომაია - „საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“

„საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“, – ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ bm.ge-ისთან ოქტომბერში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გააკეთა. „უკანასკნელი წლების განმავლობაში 5%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ასე რომ, აქ მოულოდნელი არაფერია; 5% არის ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რაც ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ სიახლეებს და ინოვაციებს ეკონომიკაში ადგილი არ აქვს. […]