კატეგორია: ეკონომიკა

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიან  სუბორდინირებულ სინდიცირებულ სესხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO – Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები, აგენტთან ერთად, არიან DEG – Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution – Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group. რესურსი […]

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით, ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად, თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთანავე, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული. გალტ & თაგარტის […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი პროდუქციით. დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტვაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე, გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „ერთიანობა“ – სიტყვა, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგს – მეგობრული ერთიანობა, ზოგიც  ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავს. სპიკერებმა „სფოთლაითის“ სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. […]

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის – „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ესენია: ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; მონაცემთა მეცნიერება; ფინანსური მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; საცალო საბანკო მომსახურება (RB, Express, SOLO); ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. აღნიშნული პროგრამები  ბანკის […]

ნიკა შენგელია – “ლარი 2.70-მდე გამყარდება, იანვარში კი ისევ გაუფასურდება”

ნიკა შენგელია - "ლარი 2.70-მდე გამყარდება, იანვარში კი ისევ გაუფასურდება"

საბროკერო და აქტივების მართვის კომპანია „ველსის“ ანალიტიკოსის ნიკა შენგელიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება და იანვრის 15-20 რიცხვიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით განუცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება უკავშირდება ფორვარდულ გარიგებებს, რომლებიც საფინანსო ბაზარზე მას შემდეგ დაიდო, რაც მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ათას ლარამდე […]

ლევან კარანაძე – რა შემთხვევაში შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან კომპენსაციის მოთხოვნა

ლევან კარანაძე - რა შემთხვევაში შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან კომპენსაციის მოთხოვნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, მოქალაქეებს ავიაკომპანიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სამ შემთხვევაში შეუძლიათ. ესენია – აეროპორტში საჰაერო ხომალდში ჩასხდომის გამოცხადებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო მგზავრებისთვის უარის თქმა, გაუქმებული რეისის შემთხვევა და რეისის ხანგრძლივი დაგვიანება. ამის შესახებ კარანაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, გიორგი მოლოდინაშვილის რუბრიკაში – “საუბრები ავიაციაზე” სტუმრობისას განაცხადა. “მგზავრთა უფლებების მიმართულებით 2012 წლიდან გადაიდგა […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია. „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა, მარჯორი უორდროპის  მიერ თარგმნილ ტექსტთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. პირველად „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს ლონდონში […]

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

როგორც „გურიის მოამბეს“ მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიის თანხმობით, მიმდინარე წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, კომპანია „ორბს“ ნება დართო, მის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, კურორტის ცენტრში, იქ სადაც რამდენიმე ათეული წლებია კურორტზე ტრადიციული დოღი ტარდება, იქვე ჩამომავალ მდინარე ბახვისწყალზე გახსნას ორი კარიერი, ამავე სამინისტრომ კომპანია „ორბის“ მისცა უფლება აღნიშნული კარიერებიდან ამოიღოს […]

მომღერალი ელენე კალანდაძე „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ეხმაურება

მომღერალი ელენე კალანდაძე „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ეხმაურება

მომღერალი ელენე კალანდაძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, მიბაძონ „ევროპაბეთს“. „აბსოლუტურად ვემხრობი იმას, რომ გარე ბილბორდები უნდა მოიხსნას და, საერთოდ, ჯობია, ყველამ მიბაძოს და აიკრძალოს საერთოდ ყველანაირი რეკლამა. ყველა სახის რეკლამას ვეწინააღმდეგები, ეს იქნება სატელევიზიო, რადიო თუ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული. არ ვიცი, ეს კამპანია რამდენად გაამართლებს, მაგრამ  […]