საახალწლო სუფრის გაშლა 7.8%-ით გაძვირდა

საახალწლო სუფრის გაშლა 7.8%-ით გაძვირდასაქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო სუფრის ინდექსი გაიზარდა, – ასეთია ISET-ის მიერ მომზადებული 2019 წლის საახალწლო სუფრის ინდექსის შედეგი. კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრის ღირებულება 161 ლარია, რაც წინა წლის ღირებულებასთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყველაზე იაფი საახალწლო სუფრა გურიაში ჯდება – 156.9 ლარი, ასევე შიდა ქართლში 169.7 ლარი.ყველაზე მაღალი ზრდა შიდა ქართლშია – წლიურად 19.4%.

2019 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველა იმ პროდუქტის ფასი გაიზარდა, რომელსაც ISET საახალწლო სუფრის ინდექსის დასათვლელად იყენებს.ყველაზე დიდი წვლილი ზრდაში ყველის, კარტოფილის, სტაფილოს, კიტრის, რძისა და ხორცის გაზრდილმა ფასმა შეიტანა.

ასე მაგალითად ყველის ფასი წლიურად 20%-ით არის გაზრდილი, კარტოფილის 22%-ით, კიტრის 15%-ით, სტაფილოსი 15%-ით, ღორის ხორცის 18%-ით, კალმახის კი 6%-ით.

საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირ ინგრედიენტად ნიგოზი დასახელდა. დეკემბერში ნიგოზის საშუალო ფასი 20 ლარიდან 23 ლარამდე მერყეობდა.

gbc.ge