ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დეკემბერი ცუდად დაიწყო, მის საწინააღმდეგოდ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომლებმაც შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერა იმპიჩმენტით დაასრულოს. ტრამპის საყვარლების მოსყიდვა 5 დეკემბერს ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატ მაიკლ კოენს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კოენმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ბინძური საქმეების დამალვას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა“. მაიკლ კოენმა ემოციურად მოიხადა ბოდიში სასამართლოს წინაშე იმისთვის, […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილის რანგის პოლიტიკოსის დაკარგვის ფუფუნება საქართველოს არ აქვს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადას აფასებს. – ბატონო სოსო, როგორი პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი? – პირველ რიგში უნდა შევაფასოთ იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა. გიორგი მარგველაშვილი ფრთებდაჭრილი არწივი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ის იყო ინტელექტუალი, მოაზროვნე, ევროპელი, პროდასავლური ფასეულობების პოლიტიკოსი. ჩვენი პარლამენტის ფონზე, როდესაც ჩხუბი, გინება, […]
ნუკრი ქანთარია – “ოცნებიდან” გაშვება ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმაღლესი პირები გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე სრულად გამორიცხავს ცვლილებას, მამუკა ბახტაძე კი ამბობს, რომ ვინც რეფორმებს ფეხს ვერ აუწყობს მათი ადგილი გუნდში არ იქნება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? – ჯერ არ არის […]
„ჩუგოშვილს შეიძლება კობახიძის პოსტი მოუნდეს”
პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებმა, ვისაც ნაყიდი აქვს მანდატი, ან უნდა იმუშავონ, ან სადეპუტატო მანდატს დაემშვიდობონ. დეტალები ჩუგოშვილს არ დაუზუსტებია. იგულისხმება თუ არა ამ განცხადებაში ბიზნესიდან მოსული მაჟორიტარები და რას ფიქრობს გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს: _ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებსაც […]
ზაალ ანჯაფარიძე – ”შესაძლოა, „ოცნებამ“ დათმოს და პროპორციულ სისტემას დათანხმდეს“
რამდენად რელევანტურია პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვის გადაწყვეტილება, ხომ არ ჩანს გარკვეული ბზარი გაერთიანებულ ოპოზიციაში და რამდენად რეალურია ოპოზიციამ შედეგს მიაღწიოს და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს: _ რამდენად რელევანტური გადაწყვეტილებაა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარება? _ მგონია, რომ გადაწყვეტილება რელევანტური იყო იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა […]
“ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს”
რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია, რა ელოდება “ქართულ ოცნებას”, გამოჩნდება თუ არა ქართველი პაშინიანი, რა პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს ზურაბიშვილი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – დღეს ყველა 16 დეკემბერს ელოდება. ამ დღეს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ამ დღეს ოპოზიციამ აქცია დააანონსა, ხელისუფლება კი თელავში განერიდა პროცესებს. ხელისუფლება თელავში განრიდებით […]
გახდება თუ არა გახარია პრემიერი?
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პოპულარულ მინისტრს შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი ჩააბაროს. გიორგი გახარიას გაპრემიერება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ მას “ოცნების” ერთ-ერთმა დაჯგუფებამ შეუშალა ხელი. მთავარ მეოცნებესთან არასწორად მიიტანეს ამბავი, რის გამოც გახარია შსს-ში დარჩა. შს მინისტრის პოსტზე ყოფნა მან კარგად გამოიყენა. დღეისთვის ის ყველაზე რეიტინგული […]
მამუკა გამყრელიძე – “ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვების სროლას არ ვაპირებთ”
“ახალი თაობის” კითხებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, გაერთიანებულ ოპოზიციაში 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. გაუგებრობა გამოიწვია სალომე სამადაშვილის განცხადებამაც, რომელიც რომ არ აპირებს ისეთ აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს როგორც პრეზიდენტს ისე შეხვდებიან. როგორია თქვენი პოზიცია? – მე მესმის სალომეს პათოსი ამ შემთხვევაში. აქ […]
კახა მიქაია – “გრიგოლ ვაშაძეს ხმას “ოცნების” ჩინოსნებიც აძლევდნენ”
რატომ არ მისცა ივანიშვილმა “ოცნების” წევრებს ზეიმის უფლება, რა პასუხისმგებლობა აიღო მან საკუთარ თავზე, როდის დასრულდებიან ნაცები და ქოცები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – “ოცნება” არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისშია, გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. ეს ამბავი ცუდად ხომ არ დამთავრდება? – ეს ამბავი აუცილებლად […]
გიგლა ბარამიძე – “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უკვე იმპიჩმენტზე ფიქრობს”
რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი მინისტრების ნაწილს, რა გეგმა მზადდება “ოცნებაში” მის წინააღმდეგ, რას უნდა ველოდოთ თელავში ჩატარებული ინაუგურაციიდან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება დედაქალაქში. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. რატომ აირჩიეს თელავი? აქ “ოცნების” ნებიერამ ორივე ტური წააგო. […]










