კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

მამა გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრეს _ დეკანოზის ოჯახი აქციებს აანონსებს

თორნიკე მამალაძე - "მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ჩემი ძმა"

რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ციანიდის საქმე კვლავ აქტუალური გახდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები სერიოზული აქციების მოწყობის პირობას დებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე გუშინ, 25 აპრილს, მივიდნენ. ამ დღეს გახდა ცნობილი იმ პატიმრების ვინაობა, ვინც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომოდ შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. არადა ოჯახს იმედი მისცეს, რომ მამა გიორგის სააღდგომოდ შეიწყალებდნენ. […]

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა ალმას ჯაპუასაც მოუნდა – “აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი გაველურებულია”

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა ალმას ჯაპუასაც მოუნდა - "აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი გაველურებულია"

ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალურად წარდგენა 22 მაისიდან დაიწყება, თუმცა პრეტენდენტების დასახელება გრძელდება. საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “საერთო საქმე” თავის რჩეულად საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დეპუტატი ალმას ჯაპუა გამოაცხადა. ალმას ჯაპუას, ისევე, როგორც ასტამურ თარბას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფები აყენებენ. “ახალი თაობა” წერდა, რომ დეფაქტო არჩევნებში ასევე მოსალოდნელია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი ლიდერის, რაულ ხაჯიმბასა და აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატის, ასლან ბჟანიას […]

სოსო ცისკარიშვილი – “თავისუფლება ბიძინას! – “ქართულ ოცნება” ხელოვნურ სუნთქვაზეა”

სოსო ცისკარიშვილი - "თავისუფლება ბიძინას! - "ქართულ ოცნება" ხელოვნურ სუნთქვაზეა"

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს. – ბატონო სოსო, რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებაზე? – კარგს არაფერს ვფიქრობ. ახლო მომავალში წარმოუდგენელიც კია რაიმე სახის სიმშვიდე. ყველაფერი მიუღებელი, რაც ბლომად არის დღევანდელ საქართველოში, იწყებოდა მაშინ, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ მეოცნებენი ავირჩიეთ წამყვან პოლიტიკურ ძალად. გამოხდა ჟამი და მივხვდით, რომ მოგვატყუეს. დღეს რეალობა გვკარნახობს, რომ ქართული ოცნება გადაიქცა […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებამ” გახარიას და თურნავას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ოცნებამ" გახარიას და თურნავას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო"

რას გადაურჩა საქართველო, ვინ არის ქვეყნის მტერი, რატომ ხდება საზღვრისპირა რეგიონების დაცლა, რა გეგმა აქვს ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – კახა კალაძემ განაცხადა, ვინც ჰესებს ეწინააღმდეგება, იგი ქვეყნისა მტერია,. რადგან ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიანო. უხერხული არ არის, ამას ის კაცი რომ ამბობს, რომელმაც გაზპრომთან საიდუმლო […]

“ზელენსკისთვის სააკაშვილის მიწვევა მომგებიანი იქნება”

"ზელენსკისთვის სააკაშვილის მიწვევა მომგებიანი იქნება"

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. როგორ აფასებთ იქ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. რა მოხდა უკრაინაში, რა თქვა უკრაინელმა ხალხმა ამ არჩევანით? – უკრაინაში მოხდა ის, რომ პოროშენკომ იმდენად გაუცრუა ხალხს იმედი, რომ ხალხი მზად იყო, ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის ხმა მიეცა და ზელენსკის, რომელსაც ჰქონდა ცნობადობა, […]

“ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდა”

ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით შემცირდა - მსოფლიო მილიარდერებში ის 308-ე ადგილზეა

რა შემთხვევაში აქვს გადარჩენის შანსი “ქართულ ოცნებას”, ვის და რატომ აწყობს ძალოვანების დემორალიზება, რამდენ დაჯგუფებად დაიყო მმართველი პარტია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, ძალიანაც რომ მოინდომონ, უკვე ვერაფერს შეცვლიან. გასულ კვირას განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს. ის, რაც პანკისში მოხდა, ერთ ადგილზე […]

რამაზ საყვარელიძე – “რეალური მესამე ძალა “ოცნებასაც” მოუგებს და ნაციონალებსაც”

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, "ოცნების" რომელ ფრთას დაუჭერს მხარს"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, უკრაინაში საკმაოდ მაღალი პროცენტით გაიმარჯვა კომიკოსმა ზელენსკიმ. ცოტა ხნის წინ ასეთივე არასისტემური პოლიტიკიდან მოსულმა პაშინიანმა სომხეთში. რატომ ამბობს უარს ამომრჩეველი ტრადიციულ პოლიტიკოსზე? – ამის მაგალითები არის ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ტრამპი რომელი სისტემური პოლიტიკოსია?! ტრამპის გამარჯვებას თავის დროზე ელოდა ვინმე?! ამომრჩეველი […]

მთავრობა გადასადგომად ემზადება – ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მთავრობა გადასადგომად ემზადება - ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მმართველ პარტიაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან – “ქართული ოცნების” კულუარებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ბახტაძე და, შესაბამისად, მთავრობაც გადადგება. სამთავრობო ცვლილებები ამათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ პანკისურმა გაუგებრობამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გაგრძელება მოჰყვება პანკისობა 2019-ს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და საქართველოსაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. ხმები მამუკა […]

მამუკა ტუსკაძე – “პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე”

მამუკა ტუსკაძე - "პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე"

“ახალი თაობა” პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით უფლებადამცველსა და პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელს მამუკა ტუსკაძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, დღეს მთელ საქართველოში არის დაპირისპირება ჰესების მშენებლობის გამო. ახლა პანკისში მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის. თქვენ მუშაობთ სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. რას იტყვით მომხდართან დაკავშირებით? – ამ პროცესში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის […]

ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის მალე ღია ომი დაიწყება – რა ხდება პრეზიდენტსა და მარგველაშვილს შორის

"ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს"

ყველანაირად არეული ქვეყანა მალე კიდევ ერთი დაპირისპირების მომსწრე გახდება. სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომი უკვე დაიწყო და ის მალე სააშკარაოზე გამოვა. ამის პირველი ნიშანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა იყო. 19 აპრილს ლაშა ჟვანიამ გვაუწყა, რომ 1 მაისიდან მუშაობას ისევ საპატრიარქოში გააგრძელებს. “ოცნებაში” ამბობენ, რომ მან სალომე ზურაბიშვილის კაპრიზებს ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა […]