არავინ თქვას, მე ეს არ დამემართება, ძალიან კარგი ვარო. არავინ იცის, რა მომენტში როგორ მოიქცევი. საკუთარ თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ ჩემზე არანაირი ცდუნება არ იმოქმედებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ისეთი სისუსტე გამოვიჩინე, რომელსაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. შეიძლება ყველა გაოცდეთ, მაგრამ ასე დამემართა – ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე. 23 წლის ვიყავი, როცა ოჯახი […]
კატეგორია: გულახდილი
“მაყვალა რომ მერქვა, ბიჭები იმიტომ მიწუნებდნენ”
ამბობენ, ადამიანისთვის სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არისო. ბევრ ადამიანს ისეთი სახელი ჰქვია, რომელსაც ყოველთვის და ყველგან სიამაყით ამბობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავისი სახელის გამო რცხვენიათ და მის დაძახებას ყველას უკრძალავენ. ზუსტად ასე რცხვენია თავისი სახელის ქალბატონ მაყვალასაც. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 50 წელს არის გადაცილებული, დღემდე მშობლებისთვის ვერ უპატიებია, მას რომ ასეთი უშნო […]
”ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა” – რა იგრძენით, როცა ქმარს უღალატეთ?
ღალატი, სიცრუე, ორმაგი ცხოვრება, პროტესტი, სიყვარული, სინანული, პატიება – ეს სიტყვები ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ოჯახის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ჩვენი დედების თაობა მეტს ითმენდა და, შესაბამისად, ინარჩუნებდა კიდეც მყარ ოჯახს. დღეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეიცვალა, არავის სურს დათმობა, რასაც ხშირად ოჯახის ნგრევა მოჰყვება. რატომღაც, ისე ხდება ხოლმე, რომ ღალატი უფრო კაცისთვის არის […]
“ვგრძნობ, რომ შურმა შემჭამა”
19 წლის გოგონა ასეთ რამეს წერს: ”ფსიქოლოგისთვის არასოდეს მიმიმართავს, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ მაქვს. იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ. ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ყველას ვუყვარდი, მანებივრებდნენ, თამამი და აქტიური ვიყავი. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ნამდვილ ლიდერად მთვლიდნენ. ეს თვისებები რამდენიმე წელი გამყვა. ყველა დიდ პატივს მცემდა. ყურადღების ცენტრში ყოფნას ისე შევეჩვიე, რომ სხვაგვარად […]
“რძალი და შვილიშვილები უნახავად შევიძულე”
დედამთილების უმრავლესობას რძალი სძულს და არცთუ უმიზეზოდ. როგორც კი მისი საყვარელი ვაჟი დაქორწინდება, დედამთილი უკვე დარწმუნებულია, რომ მართვის სადავეები ხელთ რძალმა იგდო და საკუთარ შვილზე მას ყოველგვარი უფლება ჩამოერთვა. დედის პოზიციიდან დედამთილი რძალს დაბრკოლებად აღიქვამს, რომელიც მას შვილთან ძველებურ ურთიერთობაში ხელს უშლის. ასევე რძალიც დედამთილს ეგოისტად მიიჩნევს, რომელიც მუდამ ცოლ-ქმარს შორის დგას. ეს გრძნობა თოვლის […]
“ჩემმა ძმამ ქორწილი ისე გადაიხადა, რომ ოჯახმა არაფერი ვიცოდით”
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა ასე მოგვექცეოდა, – ასე დაიწყო თავისი ამბის თხრობა ზურიკომ, – წლების განმავლობაში დედა ამ ტკივილს გულში ინახავდა, ხმამაღლა არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი ძმის საქციელი ვერაფრით აეხსნა. დღეს უკვე 42 წლის კაცი ვარ, არც დედა მყავს და აღარც მამა, მაგრამ ჩემს ძმას არასდროს მივიღებ და არც ვაპატიებ ასეთ […]
“ჩემს ქორწილში ჩემი მშობლები სკაიპით ჩაერთნენ. ისინი იქიდან ტიროდნენ, მე აქედან”
ქართველი ემიგრანტების რიცხვი ლამის დღითიდღე იზრდება. ყველა ერთი მთავარი პრობლემის – სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დგამს ამ ნაბიჯს და შორდება ქვეყანას, ოჯახს. წასვლის მომენტში ყველა ამბობს, რომ ორ-სამ წელში უკან ჩამოვლენ და თანაც, საკმაო თანხასაც ჩამოიტანენ. თუმცა, ესეც გამართლებაზეა და ყველას რომ არ უმართლებს, ისიც ცხადია. ხშირ შემთხვევებში, ემიგრანტობა არა ორ-სამ წელს, არამედ ათ და […]
„ძალიან მეშინია, ვაითუ აღარ იყოს საქართველოში ჩემი ადგილი“ – ემიგრანტის ცხოვრება
საკუთარი მონატრებული 4 წლის პირმშოს ნაცვლად 10 თვის ბერძენ ბიჭუნას ქართულად უმღეროდა იავნანას, სიყვარულს და გულის სითბოს არ იშურებდა პატარასთვის. ბიჭუნა დღეს 6 წლისაა და ქართული სიმღერაც იცის: ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როგორ მღერის იგი რევაზ ლაღიძის სიმღერას – „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ო, რანინა, მე შროშანი მეგონაო, ო, რანინა“, რომელიც ქართველმა ძიძამ ასწავლა. „რთულია ემიგრანტის ცხოვრება, აუხსნელი […]
“შოთიკო მიყვარს, მაგრამ მას ცოლად არ მოვყავარ”
სალომე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში და 6 წლის ბიჭი ჰყავს. მეორე წელია, ერთ მამაკაცთან აქვს ურთიერთობა, ისიც ცოლს გაშორებულია, თუმცა, შვილი არ ჰყავს. სალომე იმაზე ნერვიულობს, რომ არ უნდა, ხალხმა შოთიკოს საყვარლად ჩათვალოს. სწყინს, რომ საყვარელი მამაკაცი დაოჯახებაზე ჯერ არაფერს ეუბნება. მას სწორი რჩევა სჭირდება, შეყვარებულს რომ თავისი გულისტკივილი აუხსნას. სალომე, 27 წლის: “27 წლის […]
“ყოფილი დაქალი ჩემზე ჭორაობს, რომ მისი მშურს”
გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ, რადგან ერთი ადამიანი ცდილობს, ცილი დამწამოს. უკვე ბევრი ადამიანი გადაიბირა და თავის ჭკუაზე ატრიალებს. მე კი მინდა, ყველამ სიმართლე იცოდეს. მერვეკლასელი გოგო ვარ, ისიც ჩემს კლასშია. რამდენიმე წელი დაქალები ვიყავით. ხასიათებით კი განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ დათმობებზე ყოველთვის მე მივდიოდი, ამიტომ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, ამიტომ მას ყველაფერს ვპატიობდი. რამდენჯერმე […]