მაგდა პოპიაშვილმა ფეისბუქზე ჭინჭრის კერძის რეცეპტი გამოაქვეყნა: _ ჭინჭრის თავებს ვრეცხავთ, ვხარშავთ. ამოღების შემდეგ ცოტას ვწურავთ, ვამატებთ ახალ ნივრის ფოჩებს, მარილს, კახურ ზეთს. ჰო, თუ კახური პური გაქვთ, ჭინჭრის ნახარშშივე ვხარშავთ, მოხარშვის შემდეგ ვამატებთ მარილს, ზეთს და მივირთმევთ.
კატეგორია: კულინარია
ბიფსტროგანოვი, მაკარონი მურაბით, ერბოკვერცხი ბროწეულით _ ლაშა ღლონტის კულინარიული კომპოზიციები
მომღერალი ლაშა ღლონტი გამოცდილი კულინარია. საჭმლის მომზადების წესები და რეცეპტები ჟურნალ ”სარკეს” ნოტების სიზუსტით ჩააწერინა. ამბობს, რომ ყველაზე გემრიელად ბიფსტროგანოვს აკეთებს, რომლის მომზადების წესიც ასეთია: _ ავიღებთ 1 კილო საქონლის ხორცს _ სხვათა შორის, კერძის გაკეთება ხორცის ყიდვიდან იწყება. ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი, აბსოლუტურად უცხიმო და გაუყინავი. სპეციალური ჩაქუჩით დავბეგვავთ, დავჭრით გრძელ და წვრილ ნაჭრებად. […]
ქართულ სუფრას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 22 მარტს გამოქვეყნდა. _ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის […]
მაია დათუნაშვილის უნგრული გულიაში და 5 წუთიანი ჩებურეკები
მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა ჟურნალ “სარკეს” გაუმხილა, რომ სადილის ღამით კეთება უყვარს, მაშინ, როცა ყველას სძინავს და მის კულინარიულ ექსპერიმენტებში არავინ ერევა. განსაკუთრებულად უყვარს ხორცი ფრანგულად. _ აიღეთ საქონლის ან ღორის ხორცი, ოღონდ ცხიმიანი არ უნდა იყოს. დაჭერით დიდნაჭრებად, კარგად დაბეგვეთ, დააწყეთ ლანგარზე, მოაყარეთ მრგვალად დაჭრილი 4 თავი ხახვი. ხორცი ხახვით კარგად უნდა დაიფაროს. შემდეგ მოაყარეთ […]
ნიგვზიანი ნამცხვარი
მასალად საჭიროა: კვერცხი 2 ცალი, შაქარი 1 ჭიქა, მარგარინი 250 გრამი, არაჟანი 200 გრამი, ფქვილი 200 გრამი, მარილი 2/3 ჩ/კ, სოდა 1 ჩ/კ, ძმარი 1 ჩ/კ, შიგთავსი: ნიგოზი 2 ჭიქა, შაქარი 300 გრამი, `კარიცა~ 1/3 ჩ/კ, ქიშმიში 200 გრამი. მომზადების წესი: ორი კვერცხის გულისა და ერთი ჭიქა შაქრისგან გოგლი-მოგლი გავაკეთოთ. მარგარინი, არაჟანი და ძმარში გახსნილი […]
,,გამომცხვარი” ქათამი
მასალად საჭიროა: ქათამი 1 კილოგრამი, ხახვი 3-4 ცალი, კარტოფილი 5-6 ცალი, სტაფილო 1 ცალი, ტკბილი წიწაკა 1 ცალი, წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი, პომიდორი 3 ცალი, მარილი და აჯიკა გემოვნებით. მომზადების წესი: ქათამს გამოვშიგნავთ და დავჭრით. მარილსა და აჯიკას წავუსმევთ და გრძელ ტაფაზე დავაწყობთ. ხახვს ალყა-ალყა დავჭრით და ქათმის ხორცს ზემოდან დავაწყობთ. ცარიელ ადგილებში შუაზე […]
ბადრიჯანი სწრაფად
მასალად საჭიროა: ბადრიჯანი 500 გრამი, ქინძი და ოხრახუში თითო კონა, რეჰანი და ქონდარი ნახევარ-ნახევარი კონა, ნიორი 1 თავი, ძმარი 1 ს/კ, მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: ბადრიჯნები სიგრძეზე ოთხ-ხუთ ნაწილად დავჭრათ. ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და ბლომად ზეთში შევწვათ. შეწვის შემდეგ ბადრიჯნებს გავაციებთ, ცალკე კი მასას გავამზადებთ. წვრილად დაჭრილ მწავნილებს, დანაყულ ნიორსა და ძმარს ავურევთ, მარილსაც დავამატებთ. […]
ეკა ამირეჯიბის ოჯახში ბრინჯი ნინო სუხიშვილის რეცეპტით მზადდება
_ ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი დროის ფუჭად კარგვაა. როცა კვირაში ერთხელ საკუთარი სიამოვნებისთვის მოინდომებ ან მეგობრისთვის, ეს კარგია, მაგრამ ყოველდღე რომ საჭმლის კეთება მიწევდეს, მაგრად დამეზარებოდა, _ ამბობს ჟურნალ ”სარკესთან” ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი. მისი სტიქია სამზარეულოში ფუსფუსი ნამდვილად არ არის, მაგრამ რასაც აკეთებს, გემრიელი გამოსდის. ”სარკეს” მან ფრანგული სალათის რეცეპტი გაუმხილა, რომელიც პირველად თბილისის ერთ-ერთ კაფეში გასინჯა […]