ქართველი ვუნდერკინდი, კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც 5 წლიდან წერს საკუთარ ნაწარმოებებს და რომელსაც ქართველ მოცარტსაც უწოდებენ ხოლმე, სატელევიზიო გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში” გარდაცვლილ დედაზე საუბრობს.
ცოტნეს თქმით, საჯაროდ გამოსვლა და დიდი პუბლიკის წინაშე კონცერტების გამართვას არ გეგმავდა, თუმცა გადაწყვიტა, დედის ხსოვნის პატივსაცემად გაემართა კონცერტი და ორი საათი სწორედ მისთვის დაუკრა.