კატეგორია: მედიცინა

საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევების 10% ინდურ შტამზე მოდის – ცერცვაძე

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია. „ჯერჯერობით, „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს „ინდური შტამი“ დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ […]

აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება?

აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, შეიძლება თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება. მისი თქმით ვაქცინაციას ანტიბიოტიკებთან კავშირი არ აქვს. – აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა, თორემ ანტიბიოტიკის მიღება […]

„თბილად ჩაცმით ბავშვის განვითარება ფერხდება“

„თბილად ჩაცმით ბავშვის განვითარება ფერხდება“

​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების ჩაცმისას მშობლების მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოჭერილი ტანსაცმელი ბავშვს არ უნდა ჩავაცვათ: „​ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა არის მოძრაობის შეზღუდვა. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არანაირი მოჭერილი ტანსაცმელი. ეს არის დისკომფორტი. ბავშვს უნდა ჩავაცვათ რაც შეიძლება ხალვათად, რაც შეიძლება მინიმალური ტანსაცმელი. ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე. გავრცელებული […]

ნოვავაქსის ეფექტიანობა 90,4%-ია, ის 100%-ით იცავს ადამიანს კოვიდ 19-ის საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან

ნოვავაქსის ეფექტიანობა 90,4%-ია, ის 100%-ით იცავს ადამიანს კოვიდ 19-ის საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან

ამერიკულმა კომპანია ნოვავაქსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა კოვიდ 19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს. ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, ნოვავაქსი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, […]

კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი სამუდამოდ შეიძლება შეუნარჩუნდეთ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ. შესაბამის დასკვნამდე სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტისა და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდებოდა და კოვიდგადატანილი პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებდა შემცირებას. ახალი კვლევის თანახმად კი, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში […]

კოვიდ 19-ის სამკურნალოდ პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცეს

კოვიდ 19-ის სამკურნალოდ პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცეს

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების მონოკლონური ანტისხეულების თერაპიის პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა. პრეპარატი გამოყენებული იქნება 12 წელს გადაცილებული იმ დაინფიცირებული პირებისთვის, ვისაც შესაძლოა ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაცია მოუწიოს, მათ შორის არიან მაგალითად, ის პირებიც, ვინც 65 წელს გადაცილებული არიან და გარკვეული ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან. მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინებია, რომლებიც იმუნური […]

ფაუჩი – “კოვიდ 19-ის ვაქცინა მინიმუმ 6 თვეა ეფექტური, საჭიროა მე-3 დოზა”

ფაუჩი - "რემდესივირს კოვიდ 19-ის ბლოკირება შეუძლია"

აშშ ბავშვების კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველი კვარტლისთვის დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევაში საჭირო იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში გაკეთდება. მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ 6 თვეა, თუმცა სავარაუდოდ, გაცილებით მეტია. […]

ვინც კოვიდი გადაიტანა, ხელახლა დააინფიცირებენ – თითო მოხალისე 5.000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს

ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ბრიტანელი მეცნიერები ახალი კორონავირუსით 64-მდე მოხალისის ინფიცირებას გეგმავენ. მეცნიერებს დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების იმუნური რეაქციის შესწავლა სურთ, რათა გაარკვიონ, თუ რა თავდაცვითი უნარი გააჩნია ორგანიზმს ვირუსის ყველა ვარიანტთან მიმართებაში. მათი ვარაუდით, ამ ექსპერიმენტმა კოვიდის მკურნალობასა და პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. “აღნიშნული ექსპერიმენტის დახმარებით ჩვენ გვინდა ჩამოვყალიბდეთ, შეუძლია თუ არა იმუნურ რეაქციას ახალ ინფიცირებას […]

ლევან რატიანი – რომელი პაციენტები ამარცხებენ კოვიდ 19-ს ადვილად

მომავალი კვირიდან მაღაზიები და სავარჯიშო დარბაზები იკეტება?

ლევან რატიანი პაციენტთა იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც კოვიდ 19-ს გაცილებით მალე და ადვილად ამარცხებენ. – არა მარტო კოვიდ-19-თან მიმართებაში, არამედ ნებისმიერი დაავადების დაძლევაში და სასიკეთო შედეგის მიღწევაში, პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელ ჩვენს სხეულს და გენერატორის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის […]

პფაიზერის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

პფაიზერის და ბიონტექის ვაქცინები სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს, – ამის შესახებ ისრაელის მკვლევარების მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. მკვლევარებმა სპერმის ნიმუშები ვაქცინაციამდე ერთი თვით ადრე და ერთი თვის შემდეგ 43 მოხალისისგან აიღეს. დადგინდა, რომ აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი, არც მოცულობა, არც კონცენტრაცია და არც მოძრაობა მნიშვნელოვნად შეცვლილი არ იყო. მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევის წინასწარი […]