ფაუჩი – “კოვიდ 19-ის ვაქცინა მინიმუმ 6 თვეა ეფექტური, საჭიროა მე-3 დოზა”

ფაუჩი - "კოვიდ 19-ის ვაქცინა მინიმუმ 6 თვეა ეფექტური, საჭიროა მე-3 დოზა"აშშ ბავშვების კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველი კვარტლისთვის დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევაში საჭირო იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში გაკეთდება.

მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ 6 თვეა, თუმცა სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

– თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი, – აღნიშნა მან.

მანამდე პფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ საჭირო გახდება ვაქცინაციიდან 8–12 თვეში კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზა.

იპნ