ნოვავაქსის ეფექტიანობა 90,4%-ია, ის 100%-ით იცავს ადამიანს კოვიდ 19-ის საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან

ნოვავაქსის ეფექტიანობა 90,4%-ია, ის 100%-ით იცავს ადამიანს კოვიდ 19-ის საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგანამერიკულმა კომპანია ნოვავაქსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა კოვიდ 19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს. ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, ნოვავაქსი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ საუბარი მხოლოდ ინექციის ადგილის ტკივილზეა. პრობლემები გულთან ან ტრომბები არ დაფიქსირებულა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტენლი ერიკმა განაცხადა, რომ ვაქცინის პირველი დოზები დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გადანაწილდება, რაც მსოფლიოში ვაქცინაციას გაააქტიურებს.

იმედინიუსი