აშშ-ში, შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატიში შობა-ახალი წელი სტანდარტულზე რამდენიმე თვით ადრე დადგა. 24 სექტემბერს შობა-ახალი წელი 2 წლის ბროდი ალენისთვის “მოიყვანეს”, რომელსაც ექიმება ტვინის იშვიათი სახეობის კიბო დაუდგინეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. ათასობით ადამიანმა ორი წლის ბიჭისთვის სახლები გირლიანდებით მორთო, ქალაქში სანტა-კლაუსი და ელფებიც გამოჩნდნენ. გასულ თვეს ბროდი ალენის მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათ შვილს 2 […]
კატეგორია: მოზაიკა
მე-10 სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა – როგორ გადაარჩინა ის მეზობელმა – ვიდეო
ასტანაში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა. მოზარდი ქვედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა გადაარჩინა. 28 წლის არტემ კარაევმა, ბავშვის ყვირილის ხმა გაიგო და აივანზე გაიხედა, ამ დროს ფანჯრის რაფაზე გადმოკიდებული ბავშვი ჩამოვარდა. ახალგაზრდამ ბავშვის დაჭრა მოახერხა. ნიუპოსტი
ნიკოლოზ სააკაშვილმა თმები მწვანედ შეიღება – ვიდეო
მილიონერის 15 წლის ქალიშვილი ლონდონი-ნიცას რეისზე მამას ხელში ჩააკვდა
ინგლისელი მილიონერის, ნადიმ ედნან-ლაპერუზის ქალიშვილი ნატაშა გარდაიცვალა ლონდონი-ნიცას თვითმფრინავის რეისზე მისი სიკვდილი გამოიწვია ალერგიამ იმ სენდვიჩზე, რომელიც ნატაშამ აეროპორტში შეჭამა. ჰაერში მას ძლიერი ალერგიული შეტევა დაეწყო. მამამისმა შვილს სამჯერ გაუკეთა წამალი, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. გოგონას გული გაუჩერდა. ექიმები არკვევენ, სენდვიჩის რომელ კომპონენტს შეეძლო გამოეწვია ასეთი ძლიერი ალერგია.
გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერზე ავიდა
ქართველი სპორტსმენი გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერის მეტეოსადგურამდე ავიდა, რომელიც ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს. ოთიაშვილმა სტარტი გერგეტის სამებიდან აიღო და 5-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად ოთხი საათი დასჭირდა. გიორგი ოთიაშვილი 6 წელია ენდუროს კლასის შეჯიბრებზე გამოდის და საქართველოში „ჰასკი მოტოპარკის“ დამფუძნებელია. 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე თურქეთში მოტორბოლის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ოთიაშვილთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი მრბოლელი […]
როგორ შესწვდა დავით ფრანგიშვილი გიორგი შერმადინს
ხომალდი-მოჩვენება – მიანმას სანაპიროზე მიტოვებული ხომალდი იპოვეს
მიანმაში, იანგონის სანაპიროზე მეთევზეებმა იპოვეს კონტეინერების გადასაზიდი დაჟანგული ხომალდი, რომელშიც ვერც ადამიანი ნახეს და ვერც საკვები. ხომალდი, რომელსაც სახელად Sam Ratulangi PB 1600 აწერია, 2001 წელსაა აგებული და სიგრძით 177 მეტრია. „ხომალდი სანაპიროზე იდგა და ინდონეზიის დროშას ატარებდა“ – წერია იანგონის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიანმას მეზღვაურთა ფედერაციის ინფორმაციით, ხომალდს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა არ აქვს […]
გამვლელმა ჭიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზე
შემთხვევა ინდოეთში მოხდა – ერთ-ერთ ქუჩაზე გამვლელებს სანიაღვრე ჭიდან უცნაური ხმა ესმოდათ, რომელიც ახალშობილის ტირილს წააგავდა, თუმცა უფრო სუსტი იყო. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ კნუტის კნავილი იყო, თუმცა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა, სახელად გიტა, მაინც გადაწყვიტა მისი მოძებნა, რადგან ფიქრობდა, რომ უსუსურ ცხოველს უჭირდა და შველას ითხოვდა. ხმამ სანიაღვრე ჭასთან მიიყვანა, სადაც დაუცველი კნუტის ნაცვლად დედისგან სასიკვდილოდ […]
ახალ ზელანდიაში მინისტრი სამშობიაროდ ველოსიპედით წავიდა
ახალი ზელანდიის ქალთა საქმის მინისტრი სამშობიარო სახლში ველოსიპედით წავიდა, რადგანაც, მისი თქმით, მანქანაში, უბრალოდ, ადგილი არ ეყო. მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ჯული ჯენტერმა “ინსტაგრამში” ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის პარტნიორთან ერთად კვირა დილით ველოსიპედით მიდის სამშობიაროდ. გამორიცხული არ არის, რომ მისთვის მაგალითი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასიდა არდერნი ყოფილიყო, რომელმაც გადაწყვიტა რომ სამსახურისთვის დედობაც შეეთავსებინა. 38 წლის ჯუნტერი, რომელიც, […]
ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში გინესის რეკორდი დაამყარა
ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში გინესის რეკორდი დაამყარა. მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობა 1 წუთსა და 44 წამში მოახერხა. 18 წლის ქართველმა კუბერმა ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა. სარეკორდო ღონისძიება „ჯინო ფერედაისში“, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ბრუკსი გინესის წიგნში 2014 წლის პირველ აგვისტოს შევიდა, როდესაც წყალქვეშ 5 რუბიკის […]