გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერზე ავიდა

გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერზე ავიდაქართველი სპორტსმენი გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერის მეტეოსადგურამდე ავიდა, რომელიც ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს.

ოთიაშვილმა სტარტი გერგეტის სამებიდან აიღო და 5-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად ოთხი საათი დასჭირდა.

გიორგი ოთიაშვილი 6 წელია ენდუროს კლასის შეჯიბრებზე გამოდის და საქართველოში „ჰასკი მოტოპარკის“ დამფუძნებელია.

26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე თურქეთში მოტორბოლის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ოთიაშვილთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი მრბოლელი გამოვა.

იმედინიუსი