კატეგორია: მოზაიკა

ზვიგენმა ტურისტი შეჭამა

ზვიგენმა ტურისტი შეჭამა

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან, 41 წლის ჩეხი ტურისტი ზვიგენმა ყვინთვისას შეჭამა. Dailysabah-ი წერს, რომ ახალგაზრდა კაცი კაცი ოჯახთან და შვილებთან ერთად ისვენებდა. ადამიანის სხეულის ნაწილები მარსა-ალამის სანაპიროსთან იპოვეს. ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროსთან ზვიგენმა ადამიანი ბოლოს 2015 წელს იმსხვერპლა. იქამდე, 2010 წელს ამავე წყლებში, ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ერთი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. […]

დალაქი, რომელსაც ხელის მტევნები არ აქვს – ვინ არის გაბრიელ ჰერედია

დალაქი, რომელსაც ხელის მტევნები არ აქვს - ვინ არის გაბრიელ ჰერედია

გაბრიელ ჰერედიას ხელის ორივე მტევანი ამპუტირებული აქვს, მაგრამ ეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს არ უშლის. „უხელო“ არგენტინელ სტილისტზე BBC-მ რეპორტაჟი მოამზადა. „არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ჩემი დანახვისას არც თუ ისე გახარებულია, თუმცა ბოლოს ისინი აღფრთოვანებულები რჩებიან“, – აცხადებს სტილისტი. „უხელო“ სტილისტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობასაც ამ ქალაქში ეწევა. გაბრიელ ჰერედია განმარტავს, რომ საქმიანობის დაწყებისკენ ოჯახისა და […]

მტვრის ქარიშხალი არიზონაში – ვიდეო

მტვრის ქარიშხალი არიზონაში - ვიდეო

აშშ-ის არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსს ძლიერმა მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. ამინდის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შტორმის დროს ხილვადობა ნულის ტოლი, ქარის სიჩქარე კი 60 მილი საათში (დაახლოებით, 96,6 კილომეტრი საათში) იყო. სტიქიის შედეგად განადგურდა რამდენიმე სახლი. მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ნეტგაზეტი https://www.facebook.com/bbcnews/videos/10156020310732217/

ფეისბუქზე წვდომა შეწყდა

ფეისბუქზე წვდომა შეწყდა

სოციალურ ქსელ  ფეისბუქზე წვდომა რამდენიმე ხნით მთელ მსოფლიოში შეიზღუდა. ამის შესახებ პორტალი Downdetector-ი იტყობინება. მომხმარებლები კომპანიის გვერდზე ჩივიან, რომ მათ წვდომა სრულად შეეზღუდათ. ზოგიერთი აპლიკაციის განადგურებაზე წერს. წვდომის აღმნიშვნელ რუკაზე ნაჩვენებია, რომ ძირითადად ევროპული ქვეყნების, აშშ-ს ინდოეთის და ავსტრალიის ქვეყნებიდან ჩივიან. დიდ ნაწილს, ფეისბუქის გვერდის ნაცვლად თეთრი ეკრანი ეხსნება. ბოლოს მსგავსი შემთხვევა მაისში მოხდა. მაშინ პრობლემები რამდენიმე საათში მოგვარდა. იმედინიუსი

როგორ გაახარა დაუნის სინდრომის ბიჭი ძმის საჩუქარმა – ვიდეო

როგორ გაახარა დაუნის სინდრომის ბიჭი ძმის საჩუქარმა - ვიდეო

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებმა ბიჭმა, რაფამ გადაწყვიტა, ძმისთვის, ერიკისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და ხელზე გაიკეთა ტატუ ძმის გამოსახულებით. ამის შესახებ Indy100 წერს. ბიჭის უმცროს ძმას დაუნის სინდრომი აქვს. ვიდეოზე ჩანს, როგორ გაახარა ის ძმის საჩუქარმა. ძმამ მისი სახე ლომის გამოსახულებათან ერთად დაიხატა. ვიდეოს, რომელიც ბიჭების დედამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ათასობით მოწონება აქვს. https://www.facebook.com/100006894316446/videos/2105102183062905/

თბილისში ჰაერი გამუქდა – რა ხდება დედაქალაქში

თბილისში ჰაერი გამუქდა - რა ხდება დედაქალაქში

თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმაურება. სააგენტოს ინფორმაციით, ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის […]

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა – რა უნდა ვიცოდეთ?

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - რა უნდა ვიცოდეთ?

27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. ის თავისებურად უნიკალური მოვლენაა, რადგან NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. ადამიანების ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებს. მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება.  მთვარის დაბნელება რა არის? მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება […]

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის. ინფორმაციას ამის შესახებ დელფინარიუმი ავრცელებს „ამ უნიკალურ კადრებზე, პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. ხედავთ როგორ ზრუნავს დედა ახალშობილზე. დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეშია, სადაც ჩვენი მწვრთნელების და ვეტერინარის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. […]

როგორ უნდა მიხვდეთ, როცა მამაკაცი გიყენებთ

როგორ უნდა მიხვდეთ, როცა მამაკაცი გიყენებთ

1. ერთმანეთს მხოლოდ სექსისთვის ხვდებით. ეს ეს კლასიკური და ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ნიშანია, იმის მისახვედრად, რომ მამაკაცი თქვენთან მხოლოდ სექსის გამოა და პარალელურად შესაძლოა, სხვა ქალთანაც ჰქონდეს რომანი. 2. ოჯახს და მეგობრებს თქვენ არსებობას უმალავს. ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს 2-3 თვის განმავლობაში ხვდებიან, ამას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაცნობა მოჰყვება ხოლმე. თუკი , მსგავსი რამე არ მოხდა, […]

ქართველმა მამაკაცმა მილიონი ლარი მოიგო – ვიდეო

ქართველმა მამაკაცმა მილიონი ლარი მოიგო - ვიდეო

მამაკაცი რესტორანში იმყოფებოდა როდესაც მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მილიონი ლარი მოიგო. ვიდეო გამარჯვებული მამაკაცის მეგობრებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ნახეთ, როგორი ემოციებით შეხვდა ახალგაზრდა მამაკაცი ზარს პირდაპირი ეთერიდან. ინფორუსთავი