ფეისბუქზე წვდომა შეწყდა

სოციალურ ქსელ  ფეისბუქზე წვდომა რამდენიმე ხნით მთელ მსოფლიოში შეიზღუდა. ამის შესახებ პორტალი Downdetector-ი იტყობინება. მომხმარებლები კომპანიის გვერდზე ჩივიან, რომ მათ წვდომა სრულად შეეზღუდათ. ზოგიერთი აპლიკაციის განადგურებაზე წერს.

წვდომის აღმნიშვნელ რუკაზე ნაჩვენებია, რომ ძირითადად ევროპული ქვეყნების, აშშ-ს ინდოეთის და ავსტრალიის ქვეყნებიდან ჩივიან. დიდ ნაწილს, ფეისბუქის გვერდის ნაცვლად თეთრი ეკრანი ეხსნება.

ბოლოს მსგავსი შემთხვევა მაისში მოხდა. მაშინ პრობლემები რამდენიმე საათში მოგვარდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი