ბრიტანელმა გამომგონებელმა ტონი ფიშერმა უზარმაზარი სპინერი დაამზადა. სათამაშოს დიამეტრი 3,3 მეტრს შეადგენს, ხოლო წონა – 20 კილოგრამს. სხვა მხრივ ის არაფრით განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი ზომის სპინერებისგან. თავად გამომგონებელმა იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აწია თავს ზევით და დაატრიალა სპინერი. ფიშერის აზრით, მან მსოფლიოში ყველაზე დიდი სპინერი დაამზადა. ის აღიარებს, რომ ამ ტიტულის მოპოვების […]
კატეგორია: მოზაიკა
სოფელი, სადაც ადგილობრივები 100 წლამდე ცოცხლობენ, იშვიათად ავადდებიან დიაბეტითა და გულის დაავადებებით
კარდიოლოგები გაოცებას ვერ მალავენ. მეცნიერებმა მას უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი სოფელი“. საუბარია იტალიის სამხრეთით მდებარე პროვინციაზე პიოპი (Pioppi). იქ, ძალიან ბევრი ადგილობრივი ცხოვრობს, რომლის ასაკიც 100 წელზე მეტია. კვლევას კურირებდა კარდიოლოგი ასემ მალიოტრა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივები მიირთმევენ ცხიმის შემცველ საკვებს, მაგრამ მათი კვების რაციონში ძალიან დაბალია შაქრის შემცველობა. იშვიათად ავადდებიან დიაბეტით ან გულის დაავადებებით, […]
ალ კაპონეს მიერ ციხეში დაწერილი სიმღერა აუქციონზე იყიდება
მასაჩუსეტსში RR Auction-ზე წარმოდგენილია სიმღერა, რომელიც ლეგენდარულმა ამერიკელმა განგსტერმა ალ კაპონემ ალკატრასის ციხეში პატიმრობის დროს დაწერა. სიმღერა სახელწოდებით „იუმორესკა“ ერთ-ერთია იმ 2 სიმღერიდან რომელიც ალ კაპონემ ამ ცნობილ ციხეში შექმნა. სანოტო ფურცელის გაყიდვა 20 ათას დოლარზე მეტად იგეგმება. ალკატრასში ყოფნის დროს ალ კაპონე ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა, რომ პატიმრებისთვის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის უფლება მიეცათ. ნებართვის […]
კუბამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო
BBC-ის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ის გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც კუბის მიმართ ამერიკა პოლიტიკას ამკაცრებს. ჰავანამ თეთრი სახლის ინიციატივას ამერიკა-კუბის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა. – აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში გამოსვლის დროს, თავისი ხელისუფლების პოლიტიკა გააჟღერა კუბის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ანულირებს,“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კუბის ხელისუფლება […]
პროფესია, რომლის ჰონორარიც საათში 100.000 დოლარია
ამ პროფესიის ჰონორარი საათში $100,000 აღწევს, ხოლო განრიგი ერთი თვით ადრე არის გაწერილი. იცით თუ არა, რომ მსოფლიოში საოცარი პროფესია არსებობს – თრაბლ-შუთერი (trouble-shooter)? ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება! ადამიანი-გონიერება, ადამიანი-გამჭრიახობა, ადამიანი-საიდუმლო, ადამიანი, რომლის IQ ზღვარს სცდება და რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და ჩვეულებრივ მოკვდავებს პრობლემის გადაწყვეტა არ […]
მეცნიერებმა ნოეს კიდობანი ააგეს
დედამიწაზე აპოკალიფსი შესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ ეს არავინ იცის… შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ან რაიმე აპოკალიფსური მოხდეს. ამისათვის მეცნიერებმა შექმნეს ე.წ. „ნოეს კიდობანი“ – ხელოვნური საცავი, სადაც მცენარეების თესლებს ინახავენ. აპოკალიფსის დროს ცხოველები და მარცვლეული გაწყდება ამიტომ ხალხი როდესაც ბუნკერებს შეაფარებს თავს, გამოკვება აუცილებლად სჭირდება. 2008 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის […]
თვითმფრინავის “მომღერალმა” მფრინავმა საჰაერო კავშირი შეაფერხა
არგენტინის ნაციონალური აეროპორტის სადისპეჩერო სამსახურმა ჰაერში მყოფ თვითმფრინავებთან კავშირი დროებით დაკარგა. შეფერხების მიზეზი გახდა მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის მფრინავი, რომელიც მოულოდნელად, თვითმფრინავების სამუშაო სიხშირეზე, პირაპირი კავშირის დროს ამღერდა.მფრინავი სიმრერას შეცდომით ასრულებდა და შეცდომის დაშვების დროს უხეშად იგინებოდა. ადგილობრივმა ტელეარხებმა მომღერალი მფრინავის აუდიო ჩანაწერი ეთერში გაუშვეს. მფრინავმა მალე დააფიქსირა, რომ მას სსხვები უსმენდნენ და ბოდიში მოიხადა. […]
ჰეილი ბოლდუინი წლის ყველაზე სექსუალური ქალია
მამაკაცების ჟურნალმა მაქსიმმა ამერიკელი მოდელი და მსახიობ სტივენ ბოლდუინის შვილი ჰეილი 2017 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. გოგონას ფოტოსურათი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა. 20 წლის ჰეილი ჟურნალის ყოველწლიურ რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ჟურნალის ნომერი, რომლის გარეკანს გოგონას სურათი დაამშვენებს, ივნისში გამოვა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ მსახიობი მარგო რობი, მომღერალი კეტი პერი, ზოი კრავიცი, მანეკენები ბელა და […]
ამერიკელმა საკუთარ ავტოფარეხში პითონი დაიჭირა
ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ პემბროკ-პაინსის მცხოვრებმა საკუთარ ავტოფარეხში 2,4 მეტრი სიგრძის პითონი დაიჭირა. ჯოზეფ ლისკინსკიმ გველი იმ დროს შენიშნა, როდესაც ძაღლი სასეირნოდ გამოიყვანა. – მართალია, გულის შეტევა არ დამმართნია, თუმცა მაშინვე სისხლში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, გული ძალუმად ამიძგერდა, – განაცხადა მან. მამაკაცმა ძაღლი სახლში შეიყვანა, შემდეგ ავტოფარეხში დაბრუნდა. მას გაახსენდა ცხოველებზე ტელეგადაცემაში ნანახი მომენტი და […]
მსუქან ავსტრალიელს შიშველმა ფოტოებმა პოპულარობა მოუტანა
ავსტრალიის ქალაქ ბანდაბერგის მცხოვრებმა ქალმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელშიც ის კამერის წინ დედიშობილა პოზირებს. ფოტოსურათი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ქალს პოპულარობა მოუტანა. 31 წლის კრისტალ გორდონმა მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ ფოტოსესიაში, რათა ამით საკუთარი სხეულით მოეწონებინა თავი. პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი გასუქდა. ამის შემდეგ ის დიეტაზე დაჯდა, მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია და […]