ამერიკელმა საკუთარ ავტოფარეხში პითონი დაიჭირა

ამერიკელმა საკუთარ ავტოფარეხში პითონი დაიჭირაამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ პემბროკ-პაინსის მცხოვრებმა საკუთარ ავტოფარეხში 2,4 მეტრი სიგრძის პითონი დაიჭირა.
ჯოზეფ ლისკინსკიმ გველი იმ დროს შენიშნა, როდესაც ძაღლი სასეირნოდ გამოიყვანა.
– მართალია, გულის შეტევა არ დამმართნია, თუმცა მაშინვე სისხლში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, გული ძალუმად ამიძგერდა, – განაცხადა მან.
მამაკაცმა ძაღლი სახლში შეიყვანა, შემდეგ ავტოფარეხში დაბრუნდა. მას გაახსენდა ცხოველებზე ტელეგადაცემაში ნანახი მომენტი და რეპტილია იატაკის საწმენდი ჯოხის დახმარებით კუთხეში მიიმწყვდია.
პითონმა მამაკაცს თითებზე უკბინა, თუმცა ჭრილობა სახიფათო არ გამოდგა. ამიტომ ლისკინსკიმ დახმარებისთვის ექიმს არ მიმართა.
– მთავარი ის არის, რომ გველს ჩემი ძაღლი არ გადააწყდა, – ამბობს მამაკაცი, – თორემ გაგუდავდა, გამიმართლა, რომ პითონი დავინახე.
დაჭერილი რეპტილია შემთხვევის ადგილზე გამოძახებით მისულმა ბუნების დაცვის უწყების წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

მათი თქმით, ცხოველს დააძინებენ.