კუბამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

კუბამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმოBBC-ის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ის გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც კუბის მიმართ ამერიკა პოლიტიკას ამკაცრებს.

ჰავანამ თეთრი სახლის ინიციატივას ამერიკა-კუბის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

– აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში გამოსვლის დროს, თავისი ხელისუფლების პოლიტიკა გააჟღერა კუბის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ანულირებს,“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კუბის ხელისუფლება აპირებს აშშ-სთან დიალოგის გაგრძელებას და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას. ოფიციალური ჰავანა ხაზს უსვამს, რომ კუბელი ხალხი სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ დათმობს. „ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც კუბაზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შეცვლისკენ იქნება მიმართული, მარცხს განიცდის, – აცხადებს კუბის მთავრობა.