ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელსა და ტერორისტულ ჯგუფს შორის შეტაკებების შედეგად 126 პალესტინელი დაიღუპა, ასევე დაიჭრა 950. ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვნები. ისრაელის მხარის ინფორმაციით კი, მსხვერპლთა უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.
კატეგორია: მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში ჰამასის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურეს. მათივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ასევე, განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი პუნქტი. თავდასხმა ისრაელის ავიაციამ განახორციელა. გარდა ამისა, ისრაელის მედიასაშუალებები გადმოსცემენ, რომ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული 40- წუთიანი შეტევის შედეგად, ისრაელმა „ჰამასის“ სარგებლობაში არსებული გრძელი გვირაბების ქსელი გაანადგურა და „ჰამასის“ ათობით მებრძოლი მოკლა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, […]
ნეთანიაჰუ – “ჰამასის ლიდერები ვერსად გაგვექცევიან, ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ”
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები მძიმე საფასურს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმისთვის და ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. „მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით. ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ […]
რატომ ვერ იპყრობს კრემლი ბულგარელების, უკრაინელების, ქართველების, სომხების ცნობიერებას
ცოტა ხნის წინ, ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იარაღის საწყობების აფეთქებაში, რუსული სამხედრო დაზვერვის შემხებლობის ალბათობა დიდია. ეს განცხადება, გახდა კიდევ ერთი რგოლი იმ მოვლენების ჯაჭვში, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლის საქმემ გამოააშკარავა. ამ წლებში, რუსული სახმედრო დაზვერვის უკანონო და მომაკვდინებელი საქმიანობის სულ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი. გრუ-ს კვალი აღმოჩენილ იქნა მონტენეგროში წარუმატებელი […]
ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევაში არტილერია და ტანკები ჩართო
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ახალ მასშტაბებს იძენს – ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევაში არტილერია და ტანკები ჩართო. უწყვეტ საომარი მოქმედებებთან ერთად ვითარებას ამწვავებს დაპირისპირება რიგით მოქალაქეებს შორის, ერთნიკურად არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდება. სწორედ მსგავსი თავდასხმის დროს დაშავდა ისრაელში, ქალაქ აკოში მცხოვრები ქართველი-ებრაელი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
ისრაელმა ჰამასის სადაზვერვო ობიექტი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ საჰაერო იერიში მიიტანა „ჰამასის“ სადაზვერვო ობიექტზე, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ობიექტი სათვალთვალო ქსელის მთავარი სამეთაურო ცენტრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ოთხ „ოპერატიულ ბინას“ დაარტყეს, რომლებსაც „ჰამასის“ მაღალი რანგის პირები იყენებდნენ.
ისრაელი ღაზას სექტორის საზღვართან ჯარს აგზავნის
ისრაელი სამხედრო ძალებს ღაზას საზღვართან აგზავნის, – ამის შესახებ BBC- ს ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განუცხადა. „ჯარის გარკვეული ნაწილი საზღვრებისკენ გადაადგილდება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია,“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა. მისი თქმით, ასევე გამოიძახეს არმიის 3 000 რეზერვისტი, ხოლო საზღვარზე მყოფ სამხედრო პირებს მთავრობამ დაავალა, მზად იყვნენ „მოვლენების ყველანაირი განვითარებისა და ესკალაციისთვის“. […]
მაჰმუდ აბასი – “იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, მის გათავისუფლებამდე მშვიდობა არ იქნება”
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ხელმძღავნელობა ყველა ღონეს იხმარს პალესტინელი ხალხის დასაცავად და ოკუპაციის შესაჩერებლად, რათა ზიანი არ მიადგეს წმინდა ადგილების და პალესტინის დანარჩენ ტერიტორიებს. ამის შესახებ მან რამალაში, პრეზიდენტის შტაბში ხელმძღვანელობის შეხვედრისას განაცხადა. „მიმდინარე აგრესიამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ყველგან, მათ შორის ღაზას სექტორში, გადააჭარბა ყველა ზღვარს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების უგულებელყოფით, რაც […]
ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო იერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა
საღამოს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა ისრაელის ქალაქ აშკელონში – ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის პოლიციამ ახლახანს განაცხადა, რომ აშკელონში 14 ობიექტი დაიბომბა, მათ შორის ცარიელი საბავშვო ბაღი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი. […]
სასწრაფოდ! ისრაელის ქალაქ ლოდში 20 საათიდან სრული ჩაკეტვა ცხადდება
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. “სასწრაფო!!! ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!”- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. ცოტა ხნის წინ, საქართველოს საელჩომ ისრაელში, საქართველოს […]










